0 6 : 1 2
 | 

საზოგადოება

ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მეორე სართულის აივანი ჩამოინგრა

გამთენიას ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მეორე სართულის აივანი ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა, სახლშიც არავინ იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები. სამსართულიან სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მოსახლეობა დედაქალაქის მერიასა და გამგეობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, არაერთხელ მიმართეს კორპუსისთვის აღდგენითი სამუშაოების ჩატარების თაობაზე გამგეობას, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები