1 3 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"რისკავდი უსაფრთხოებით, შვილებით! ცოლით! სიცოცხლით! მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ აქედან დამარცხებული გახვედი და არა ეროსივით მკვდარი"- მაიკო ლომიძს ემოციური წერილი ნიკა გვარამიას

 "თავს საშინლად ვგრძნობ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ აქედან დამარცხებული გახვედი და არა ეროსივით მკვდარი" - ამის შესახებ, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი, მაიკო ლომიძე სოციალურ ქსელში წერს და ემოციური სიტყვებით აღწერს იმ 7 წელიწადს, როდესაც მას, ნიკა გვარამიასთან ერთად მუშაობა მოუწია:

"O Captain! My Captain!

მადლობელი ვარ ამ არანორმალური 7 წლისთვის!

გაოგნებული ვუყურებდი, როგორ რისკავდი ჯერ იმიჯით, შემდეგ უსაფრთხოებით, შვილებით რისკავდი! ცოლით! სიცოცხლით!

ამას თანამდებობისთვის არ აკეთებენ და, მითუმეტეს, ის კაცები, რომლებიც კარიერის პიკში მინისტრის პორტფელს სტუდენტის პორტფელში ცვლიან. ამას არც ფულისთვის აკეთებენ. ამდენს პარტიისთვისაც ვერ გარისკავ. ერთადერთი, რასაც შეუძლია, ასეთი ძალა მოგცეს, იდეაა. მეც შენთან ერთად მწამდა, რომ ევროპა კარს ცხვირწინ აღარ მოგვიხურავდა, როგორც არაერთხელ გაუკეთებია ამ ქვეყნის ისტორიაში. მაინც ბედნიერი ვარ, რომ ამ იდეალისტთან ერთად ერთი დროშის ქვეშ საშინელ შტორმში ვიცურე!

შენამდე 3 დირექტორს მოვესწარი. ისინი თანამშრომლებს სახელებით ვერ სცნობდნენ, მათ არ იცოდნენ, რამდენი ჰქონდა იპოთეკური სესხი იმ ტიპს, სტუმრებს რომ პეტლიჩკებს უმაგრებს. განა ცუდი ხალხი იყო, უბრალოდ, არ იცოდნენ, რას მართავდნენ. შენ იცოდი.

მიწა გამსკდომოდა, მინდოდა, როცა გავიგე, რომ რუსთავი 2 ის გენდირექტორად პროკურორი მოვიდა. გამარჯობის მერე ეგრევე ვიჩხუბეთ. მთელი გუნდი მაგრად ვეჩხუბეთ და პირველად კურიერის ისტორიაში, გავიფიცეთ. ამის შემდეგ ამ კაცმა ჩემს თვალწინ და პირდაპირ ტელევიზორში ლეწა თავისი სტიგმა. მალევე მაიძულა პატივისცემა. შემდეგ კი ისეთი თავგანწირვა გვიჩვენა, მეტიც მაიძულა.

სულ მინდოდა რაღაც კარგების დაწერა და სულ ტეხავდა უფროსის ქება. ახლა დროა. მადლობა ბატონ ბიძინას, ამის შესაძლებლობა რომ მომცა.

გულიკების და ტაშიკების გარეშე, გიხდი მადლობას. თავს საშინლად ვგრძნობ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ აქედან დამარცხებული გახვედი და არა ეროსივით მკვდარი.

თავს გაუფრთხილდი!"


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...