0 3 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ფოთში საქალაქთაშორისო რეისებზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

ფოთში საქალაქთაშორისო რეისებზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. მძღოლები ამბობენ, რომ მერია მათ ავტოსადგურის იერსახის მოწესრიგებას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გარკვეული თანხით აჯარიმებს.

აქციის მონაწილეების თქმით, ავტოსადგურის ტერიტორია მათ იჯარით აქვთ აღებული და მერიამ მისი მოწესრიგება არა დამქირავებელს არამედ მეპატრონეს უნდა მოსთხოვოს.

გაფიცული მძღოლები ამ პირობის გაუქმებას ან ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვენ.

ფოთის მერიაში კი აცხადებენ, რომ ავტოსადგურის მოწესრიგებას მძღოლებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები ავალდებულებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები