0 9 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რეაბილიტაციის შემდეგ უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე აშშ-დან სამშობლოში დაბრუნდა

ხანგრძლივი მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ, უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე აშშ-დან საქართველოში მკურნალ ექიმთან ერთად გამთენიისას დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას ოჯახის წევრები, II ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი კობა გრიგოლია, აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელები და თანამებრძოლები დახვდნენ.

ივერი ბუაძემ სხეულის მძიმე დაზიანება 2017 წლის 6 სექტემბერს ჩრდილოეთ ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას, ბაგრამის ავიაბაზის ახლოს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად მიიღო.

თავდაპირველად, ივერი ბუაძე ავღანეთიდან სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, შემდეგ კი რეაბილიტაციის კურსს აშშ-ში, ვაშინგტონში ვოლტერ რიდის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადიოდა.

ამჟამად, ქართველი ოფიცერი სამკურნალო შვებულებაში იმყოფება, თუმცა, უახლოეს მომავალში სამსახურს სენაკში, II ქვეით ბრიგადაში შტაბის S-2 ასისტენტის თანამდებობაზე გააგრძელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები