0 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ეს მთავრობა ხალხს "მაცივრებისთვის" ბანკიდან სესხის აღებას უკრძალავს, თვითონ კი ბიუჯეტის ნახევარზე მეტის ვალს იღებს"

 Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სამი დღის წინ კახა ბენდუქიძის დაბადების დღე იყო და მინდა პრივატიზაციის მტრებს ეს მონაცემები გავუზიარო: ჩვენი სახელმწიფო კომპანიების ჯამური ზარალი 2013-2017-ში 2 მილიარდ ლარამდე თანხას შეადგენს.

ეს უკონტროლო სახელმწიფო შპს-ები ჩვეულებრივი შავი ხვრელია, ამ "ბიზნესების" ჩამონათვალი კი ჭრელია – ღვინის წარმოებით დაწყებული, სასტუმროებით დამთავრებული. ჩინოვნიკები წლების მანძილზე მილიარდობით ლარის ზარალს განიცდიან, რაც ცენტრალური ბიუჯეტიდან იფარება – ღარიბების ფულით.

მაგალითად, 2017 წლის განმავლობაში სახელმწიფო შპს-ების კაპიტალი ცენტრალური ბიუჯეტიდან 627,763,000 ლარით შეივსო. ანუ პარტაქტივით დაკომპლექტებული სახელმწიფო კომპანიების უპასუხისმგებლო მენეჯმენტის მარტო ერთი წლის შეცდომები ამდენით აანაზღაურა საქართველოს მოსახლეობამ.

საინტერესო ისაა, რომ ზარალი იწყება 2013 წლიდან – ჯერ 45 მილიონით, მერე 61-ით, მერე რეკორდული 750 მილიონი 2015-ში, მერე 441 და ბოლოს, 2017-ში 562 მილიონი. შედარებისთვის, 2012 წელს სახელმწიფო კომპანიებმა არა თუ იზარალეს, 150 მილიონი მოიგეს კიდეც.

მოკლედ, წინა მთავრობის წევრები რისთვისაც ციხეში გაუშვეს ფულად გამოხატულებაში ათმაგად და ასმაგად უარესი ხდება, მაგრამ ეს ყველაფერი როდია:

ასეულობით მილიონის ყოველწლიური ზარალის გარდა ამ უკონტროლო, პარტაქტივით დაკომპლექტებულ სახელმწიფო შპს-ებს აქვთ სავალალო ვალი – 2017 წლის მდგომარეობით უკვე 7 მილიარდ ლარამდე, რაც ქვეყნის ბიუჯეტის ნახევარზე მეტია.

გამოდის, ეს მთავრობა ხალხს "მაცივრებისთვის" ბანკიდან სესხის აღებას უკრძალავს, თვითონ კი ბიუჯეტის ნახევარზე მეტის ვალს იღებს, პარტაქტივს და ძველ ბიჭებს არჩენს, რაც რჩება იმას ცუდად ამენეჯებს და მთელ ამ ზარალს ღატაკი, უმაცივრო ხალხი ისტუმრებს საკუთარი გადასახადებით. "

კომენტარები

მსგავსი სიახლეები