1 2 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“დღეს ჩვენ ყველანი მეგრელები ვართ”, სამარცხვინო კამპანიაა" - გოცირიძე

“დღეს ჩვენ ყველანი მეგრელები ვართ”, სამარცხვინო კამპანიაა - ამის შესახებ, საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე "ფეისბუქში" წერს.

"დღეს ჩვენ ყველანი მეგრელები ვართ”, სამარცხვინო კამპანიაა. საარჩევნო “მტკიცებულება”, რომ ვიღაცაში მესამედია მეგრული სისხლი, ვიღაცაში მეორედი და ვიღაც სულაც ” ვისშიისორტ გრუზინია”, არის სამეგრელოსთვის დამამცირებელი. ამით ხაზს უსვამენ მის განსხვავებულობას (არაპოზიტიური დატვირთვით), რომელსაც გულის მოსაგებად უნდა დაუყვავო და თავი აგრძნობინო მისიანად. ამით შეგნებულად ავლებენ ბარიერს ქვეყნის კუთხეებს შორის, სამეგრელოსთან მიმართებით კი, განსაკუთრებულად.

ამის თქმის უფლება ალბათ მაქვს მე, როგორც სამეგრელოში (აფხაზეთში) დაბადებულ-გაზრდილ “რაჭულ-მეგრული” “სისხლის” მქონე ადამიანს. რომელი რამდენი პროცენტია, არ დამითვლია. სხვა დროს მოგახსენებთ, თუ დამჭირდა (საარჩევნოდ, რა თქმა უნდა). მთავარი ხომ ისაა, რომ “მეც მეგრელი ვარ”, ( ბრწყინვალე მეგრულით თანაც :)) – წერს რომან გოცირიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები