0 8 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სამხრეთ აფრიკაში უვიზოდ მიმოსვლა შეგვეძლება

იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ძალიან მალე შესაძლებლობა მიეცემათ, უვიზოდ ჩამოვიდნენ სამხრეთ აფრიკაში,"- ამის შესახებ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში  საქართველოს ელჩმა, ბექა დვალმა განაცხადა.

საქართველოს ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. პრეტორია) ბექა დვალი კვაზულუ – ნატალის პროვინციაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მაჰათმა განდის შვილისშვილს, ქალბატონ ელა განდის შეხვდა.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მზადაა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან, მათშორის საქართველოსთან, ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულება გააფორმოს.

" სამხრეთ აფრიკის შსს მინისტრმა 1 კვირის წინ გამოაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყნის მიმართ გადადგამენ ნაბიჯს ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით.მათ შორის დასახელდა საქართველო, სულ მალე ფორმალურადაც განმტკიცდება ეს ამბავი. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ძალიან მალე შესაძლებლობა მიეცემათ რომ უვიზოდ ჩამოვიდნენ სამხრეთ აფრიკაში,"- აღნიშნა  ბექა დვალმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები