1 6 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების ამოქმედებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

პოლიცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის აღსრულებას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა. შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ.

საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. სოფლის შესასვლელსა და გასასვლელში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები. პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარება.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა, დღეს დილის 06:00-დან იზოლაციაში მოექცა. მოქმედებს სპეციალური ზომები – ამ სოფლიდან გასვლა და ადგილზე შესვლა სპეციალური ნებართვის გარეშე შეუძლებელი იქნება. ეს ნებართვები კი სურსათის უზრუნველყოფისა და სამედიცინო მომსახურების მიზნით გაიცემა.

სოფეელ გეტაში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 20:17

    4-11 მაისი უქმედ ცხადდება – მთავრობა დამსაქმებლებს...

    მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, &ndas...

  • 00:11

    ვლადიმერ პოზნერი ყოველგვარი რეგულაციებისა და შეზღუ...

    ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული,რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი ყოველგვარი რეგულაციებისა და შეზღუდვების გარეშე, რუსეთიდან  საქართველოში ჩამოფრინდა.პოზნერს ხვალ დაბადების დღე აქვს და იუბილეს სავარა...

  • 09:06

    კახაბერ საბანაძემ თანამდებობა დატოვა...

    "“მსურს, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში მედიაში გასულ სიუჟეტებს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში ვემსახურებოდი სახელმწიფოს და ვიცავდი კანონს, რომლის ზედმიწევნით აღსრულებაც იყო, არის და...

  • 11:51

    თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ქართველ მესაზღვრეებ...

    ❗ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ქართველ მესაზღვრეებს პროფესიული დღე რუსი ჯარისკაცის ფოტოთი მიულოცა  დავით სუჯაშვილმა მოგვიანებით ბოდიშიც მოიხადა და თქვა, რომ შეც-დომა სოციალური ქსელს ადმინისტრატო...

  • 11:09

    გამაგრებით სამუშაოებს აზრი აღარ აქვს! მასა მოწყვეტ...

    💬 „იგივე საფრთხეებია, რაც ვერაზე იყო. დინამიკაში პროცესი მოსულია, მასა მოწყვეტილია. ის, შეიძლება, აჩქარებით წამოვიდეს ხელშემწყობი პირობების შემთხვევაში," - თეა გოდოლაძე, გეოლოგი    🔻 შ...

  • 11:00

    შსს:“მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გ...

    შსს-მ ცოტა ხნის წინ, მელის დაკვებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: "პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით...

  • 10:39

    გიორგი გახარია გადადგა...

    გიორგი გახარია პოსტიდან გადადგა. განცხადება მან ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა. "ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძების აღსრულება, თუ ე...