0 8 : 1 3
 | 

მთავარი თემა

საქართველოში აშშ-ის საელჩო კობი ბრაიანტის გარდაცვალებას ეხმაურება

საქართველოში აშშ-ის საელჩო კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ტრაგიკულ გარდაცვალებას ეხმაურება.

„ამერიკის შეერთებული შტატები და მთელი მსოფლიო შეძრა NBA-ს ლეგენდის, კობი ბრაიანტის ტრაგიკულმა სიკვდილმა კალიფორნიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად.

კობი გვემახსოვრება თავისი დიდებული ნიჭისა და შეუდარებელი წვლილისთვის მოედანსა და მის მიღმა. გულწრფელად ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ვიზიარებთ ამ მწუხარებას“, – წერია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები