1 4 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

"მოვკალით ალ-ბაღდადი და ათობით "აისისის“ წევრი - ჩვენი რაკეტები ზუსტი და ძლიერია"

დონალდ ტრამპმა ნატო-ს წევრ ქვეყნებს რეგიონში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინონ. ამასთანავე აშშ-ის პრეზიდენტმა აშშ-ის სამხედრო ძლიერებას გაუსვა ხაზი.

„ამერიკა ძლიერია და ჩვენ რაკეტები დიდი, ზუსტი და ძლიერია. ჩვენ მათი გამოყენება არ გვსურს. ჩვენ მოვკალით ალ-ბაღდადი, რომელიც იყო მონსტრი და ხოცავდა ბევრ ადამიანს. ჩვენ ასევე ათობით ათასი "აისისის“ წვერი მოვკალით.“

დონალდ ტრამპმა 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმებაც ახსენა და გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთსა და ჩინეთს ხელშეკრულების დატოვებისკენ მოუწოდა.

„ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ირანთან ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად, რომელიც მსოფლიოს უფრო უსაფრთხოსა და მშვიდობიანს გახდის“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები