1 2 : 3 4
 | 

მთავარი თემა

"მშვიდობიანმა აქციამ, მოგვიანებით კანონსაწინააღმდეგო ხასიათი შეიძინა"

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

17 ნოემბერს, აქციის მიმდინარეობისას, ასევე მთელი ღამის განმავლობაში პოლიციამ უზრუნველყო მოქალაქეებისთვის შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვისთვის საჭირო პირობები.

ამასთან, რუსთველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაწყებულმა მშვიდობიანმა აქციამ, მოგვიანებით კანონსაწინააღმდეგო ხასიათი შეიძინა.

კერძოდ, შეკრებილთა ნაწილმა მოახდინა საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის ბლოკირება. ამასთან, პოლიტიკური ლიდერები მხარდამჭერებს ღიად მოუწოდებენ საპარლამენტო ორგანოს საქმიანობაში ხელი შეშლისკენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი მოწოდების და გაფრთხილების მიუხედავად გამოხატვის და შეკრების თავისუფლება გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს.

კერძოდ, ხაზგასმით განვმარტავთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

პოლიცია მოწოდებულია დაიცვას, როგორც მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლება, ასევე უზრუნველყოს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებელი საქმიანობა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს.

კიდევ ერთხელ მივმართავთ პარლამენტის წინ აქციის ორგანიზატორებსა და აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების მცდელობის შემთხვევაში, პოლიცია, კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს შესაბამის რეაგირებას“ 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:23

    თებერვლიდან ბაზრობების და მოლების გახსნას ვგეგმავთ...

    ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 1 თებერვლიდან ბაზრობების და მოლების გახსნა იგეგმება, მაგრამ ტრანსპორტის აღდგენაზე და სხვა ბიზნესების ამუშავებაზე მსჯელობა გაიმართება.როგორც ტიკარაძე...

  • 13:32

    არსებული შეზღუდვები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდება ...

    საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, თქვა, რომ არსებული შეზღუდვები და კოვიდრეგულაციები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდება.  "ჩვენ ვიმსჯელეთ დღეს და მივიღეთ გადაწყვეტილე...

  • 19:54

    ერთპარტიულმა პარლამენტმა მთავრობას ნდობა ერთხმად გ...

    საქართველოს მე-10 მოწვევის ერთპარტიულმა პარლამენტმა მთავრობას ნდობა ერთხმად გამოუცხადა. ნდობის გამოცხადებას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. განხილვა პარლამე...

  • 13:35

    ცნობილია, რომელი შეზღუდვები იხსნება 24 დეკემბრიდან...

    საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხოციელდეს სრული მოცულობით: საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას უცვლელად გთავაზობთ:...

  • 16:40

    ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს Facebook-ით აირ...

    “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს Facebook-ით  აირჩევენ. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. “პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დანერგოს...

  • 15:21

    სოციალურად დაუცველები 100 ლარიან დახმარებას მიიღებ...

    საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სოციალურად დაუცველები 100 ლარიან დახამრებას 6 თვის მანძილზე მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. „ჩვენ გვყვ...

  • 14:29

    თბილისის მეტრო მუშაობას აჩერებს...

    კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ახალი რეგულაციების თანახმად, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში თბილისის მეტრო არ იმუშავებს.  საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით...