0 7 : 1 3
 | 

მთავარი თემა

ყველაფერს ნათელს მოვფენ!- ბესელიას პასუხი ივანიშვილს

ყველაფერს ნათელს მოვფენ!- ასე უპასუხა მმართველი გუნდის დეპუტატმა ეკა ბესელიამ, საკუთარი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას. 

დღეს "ქართულმა ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილის განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ეკა ბესელიამ დაარღვია გუნდურობის პრინციპი და ასევე დარღვევებით დანიშნა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გედევან ფოფხაძე. 

ასევე ივანიშვილის თქმით, ბესელიამ მოსამართლეთა არჩევის საკითხი გადადგომის მიზეზად დაასახელა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და სამწუხაროა. 

ეკა ბესელია ამბობს, რომ ყველაფერზე ორშაბათს ისაუბრებს. 

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ მოსამართლეთა არჩევის კრიტერიუმებზე შეთანხმება ვერ ხდება.

“რა სიმბოლურია, რომ ახლა ვიმყოფები ევროსასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევაზე უნდა ვიმსჯელოთ და საქართველოში ვერ ვთანხმდებით, რომ უნდა არსებობდეს გამართული სტანდარტები და კრიტერიუმები. რაც შეეება ამ განცხადებას, რაც გავრცელდა პარტიის თავმჯდომარის სახელით, ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს!!!

მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სიმართლეს გაიგებს და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლის სიმართლეშიც დარწმუნდება“, - განაცხადა ბესელიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:00

    შსს:“მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გ...

    შსს-მ ცოტა ხნის წინ, მელის დაკვებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: "პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით...

  • 10:39

    გიორგი გახარია გადადგა...

    გიორგი გახარია პოსტიდან გადადგა. განცხადება მან ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა. "ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძების აღსრულება, თუ ე...

  • 12:23

    თებერვლიდან ბაზრობების და მოლების გახსნას ვგეგმავთ...

    ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 1 თებერვლიდან ბაზრობების და მოლების გახსნა იგეგმება, მაგრამ ტრანსპორტის აღდგენაზე და სხვა ბიზნესების ამუშავებაზე მსჯელობა გაიმართება.როგორც ტიკარაძე...

  • 13:32

    არსებული შეზღუდვები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდება ...

    საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, თქვა, რომ არსებული შეზღუდვები და კოვიდრეგულაციები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდება.  "ჩვენ ვიმსჯელეთ დღეს და მივიღეთ გადაწყვეტილე...

  • 19:54

    ერთპარტიულმა პარლამენტმა მთავრობას ნდობა ერთხმად გ...

    საქართველოს მე-10 მოწვევის ერთპარტიულმა პარლამენტმა მთავრობას ნდობა ერთხმად გამოუცხადა. ნდობის გამოცხადებას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. განხილვა პარლამე...

  • 13:35

    ცნობილია, რომელი შეზღუდვები იხსნება 24 დეკემბრიდან...

    საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხოციელდეს სრული მოცულობით: საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას უცვლელად გთავაზობთ:...

  • 16:40

    ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს Facebook-ით აირ...

    “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს Facebook-ით  აირჩევენ. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. “პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დანერგოს...