0 7 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

"შემიძლია გითხრათ, რომ გუშინაც კი მიმდინარეობდა დაკითხვები, გამოძიება გაგრძელდება" - თეა წულუკიანი მირზა სუბელიანის სკანდალურ ჩანაწერზე

"რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს, იუსტიციის მინისტრი ეხმაურება. 

თეა წულუკიანის განცხადებით, გამოძიებამ დეტალურად უნდა დაადგინოს, არის თუ არა ჩანაწერი ავთენტური და როდის არის ის გაკეთებული.

გარდა ამისა, თეა წულუკიანის თქმით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დეტალია, ვინ გამოიტანა ჩანაწერი საკნიდან, თუ ეს ნამდვილად ციხის კედლებში ჩაიწერა.

„ეს ჩანაწერი როდის არის გაკეთებული, კონკრეტული დღე საათი, ვის მიერ არის გაკეთებული, გამოტანილი - თუ ამგვარი ჩანაწერი საერთოდ გაკეთდა ციხის კედლებში. არის თუ არა ავთენტური და ასე შემდეგ.

ამის თაობაზე, როგორც გუშინ პროკურატურამ, ვნახეთ, გაავრცელა განცხადება, სამი დღის წინ არის გამოძიება დაწყებული.

მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ გუშინაც კი მიმდინარეობდა დაკითხვები, გამოძიება გაგრძელდება და იმედი მაქვს რომ პროკურატურა საზოგადოებას შეატყობინებს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“-აცხადებს თეა წულუკიანი.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები