1 2 : 4 8
 | 

ტექნოლოგიები

სასამართლომ Google-ს არაკეთილსინდისიერი კონკურენციისთვის 2,1 მილიარდი ფუნტი სტერლინგის გადახდა დააკისრა

ბრიტანელმა ცოლ-ქმარმა Google-ს 2,1 მილიარდი ფუნტი სტერლინგი მოუგო. ამბავი კი იქიდან დაიწყო, რომ   Google-ი  თავის საძიებო სისტემაში განზრახ არ აჩენდა იმ ვებგვერდს, რომელიც ბრიტანელმა წყვილმა თავად შექმნა. 

უფრო კონკრეტულად კი,  მიუხედავად იმისა, რომ გვერდი პოპულარული იყო, Google-ის საძიებო ნუსხაში გვერდი უფრო და უფრო ქვევით იწევდა, ვინაიდან  Google-ი კონკურენტს ხედავდა თავისი ერთ-ერთი სერვისისათვის. 

ცოლ-ქმარმა ვებგვერდი Foundem-ი 2005 წელს შექმნა, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს სხვადასხვა პროდუქტებზე ფასების შედარება შეეძლო. Google-მა კონკურენტის თავიდან მოცილება ვებგვერდის დაბლოკვით გადაწყვიტა

სასამართლომ   Google-ს არაკეთილსინდისიერი კონკურენციისთვის  2,1 მილიარდი ფუნტი სტერლინგის გადახდა დააკისრა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები