2 0 : 5 8
 | 

მედიცინა

ინტერვიუ შალვა ქორიძესთან - კლინიკა „ჯანმრთელობის სახლის“ დირექტორი, მეან-გინეკოლოგი

ქალის ორგანიზმი ძალიან სენსიტიურია, მით უფრო, თუ საკითხი მის რეპროდუქციულ ორგანოებს ჯანმრთელობის პრობლემა შეექნა.

საქართველოში უამრავი ქალია, რომელიც საშვილოსნოსა და საკვერცხეების პათოლოგიებისა თუ სხვადასხვა დაავადებების გამო უჩივის ჯანმრთელობის გაუარესებას.

მრავალპროფილიანი სამედიცინო კლინიკა „ჯანმრთელობის სახლში“ არის უახლესი აპარატურა და გამოკვლევების თანამედროვე სტანდარტები, რომლებიც მთელი სიზუსტით ახდენენ დიაგნისტირებასა და შესაბამის მკურნალობის კურსს ნიშნავენ.

ეს პროცედურები უახლესი დანერგილია და პროფესიონალთა გუნდი ჯაჭვური მიმდევრობით ახდენს სხვადასხვა დაავადებების გამოვლენას.

გთავაზობთ ინტერვიუს „ჯანმრთელობის სახლის“ ხელმძღვანელ შალვა ქორიძესთან, რომელიც  კლინიკას წარმატებით მართავს და სწორედ მისი უშუალო მონაწილეობით ხდება სამედიცინო სიახლეების დანერგვა კლინიკაში.

- ბატონო შალვა, რომელი უახლესი მეთოდებია თქვენთან დანერგილი საშვილოსნოსა თუ სხვადასხვა ქალური ორგანოების დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის?

- ერთ-ერთი ასეთი გამოკვლევაა ჰისტეროსკოპია  -  ეს არის ენდოსკოპიური დიაგნოსტიკური და საოპერაციო მეთოდიკა, რომელიც გულისხმობს საშვილოსნოს ღრუს დათვალიერებას და მასში მანიპულაციების ჩატარებას სპეციალური ოპტიკური სისტემის მეშვეობით, რომელიც საშოდან შედის საშვილოსნოს ღრუში.

პროცედურა საშუალებას იძლევა დაისვას შემდეგი დიაგნოზები: ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მიომა, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია და პოლიპები, ენდომეტრიუმის კიბო, საშვილოსნოს ღრუს შეხორცებები; დადგინდეს უშვილობის, საშვილოსნოდან გაურკვეველი სისხლდენების და თვითაბორტების მიზეზები. ჰისტეროსკოპიის დროს ხორციელდება ენდომეტრიუმის ბიოფსია, განცალკევებული დიაგნოსტიკური გამოფხეკა კონტროლით, შეხორცებული საშვილოსნოსშიდა სპირალის ამოღება და სხვა.

თანამედროვე გინეკოლოგიაში ჰისტეროსკოპია არის რუტინული და იმავდროულად შეუცვლელი  ინსტრუმენტული მეთოდი საშვილოსნოს პათოლოგიების დიაგნოსტიკისთვის.

ოპტიკური სისტემებით კვლევის პროცესში მიიღწევა საშვილოსნოს ღრუს ზედაპირის სრული ვიზუალიზაცია, რომელიც არამარტო დიაგნოზის დაზუსტების, არამედ კონტროლირებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური მანიპულაციების და ქირურგიული ჩარევის საშუალებასაც იძლევა.

თუ შევადარებთ საშვილოსნოს ექოსკოპიურ შესწავლას, ჰისტეროსალგინოსკოპიას ან ენდომეტრიუმის ბრმა გამოფხეკას, ჰისტეროსკოპიას აქვს რიგი უდავო უპირატესობები: საშვილოსნოს ღრუს პირდაპირი ვიზუალიზაცია, ობიექტურობა და მიღებული მონაცემების სიზუსტე, შედეგების დაფიქსირების საშუალება ფოტო ან ვიდეო გადაღებით.

დიაგნოსტიკური პროცედურის დახმარებით ვლინდება არამარტო პათოლოგია, არამედ მისი ლოკალიზაცია და გავრცელებულობა, შესაძლებელია საკვლევი მასალის აღება უშუალოდ პათოლოგიური კერიდან.

ოპერაციული ჰისტეროსკოპია არის მიკროქირურგიული ჩარევა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში სრულფასოვანი ალტერნატივა ლაპარატომიული  ან ლაპარასკოპიული გინეკოლოგიური ოპერაციის.

მეთოდიკის სრულყოფის შედეგად ქირურგიულ გინეკოლოგიაში წარმატებით ვითარდება საშვილოსნოსშიდა ქირურგია. საკონტროლო ჰოსტეროსკოპიის მიზანია კონსერვატიული ან ქირურგიული მკურნალობის ეფექტურობის შეფასება.

თანამედროვე ჰისტეროსკოპები, რომლის სამუშაო ნაწილის დიამეტრი არ აღემატება 3,7 მმ-ს, საშუალებას იძლევა დიაგნოსტიკური ჰისტეროსკოპია ჩატარდეს საშვილოსნოს ყელის ცერვიკალური არხის გაფართოვების გარეშე, უმტკივნეულოდ, ამბულატორიულ პირობებში, რომელსაც ხშირად „საოფისე ჰისტეროსკოპიას“ უწოდებენ.

პროცედურის ჩატარების მიხედვით განასხვავებენ გეგმიურ და გადაუდებელ, წინასაოპერაციო, ინტრაოპერაციულ და პოსტოპერაციულ ჰისტეროსკოპიას. ქირურგიული ჰისტერო–რეზექტოსკოპია შეიძლება შესრულდეს როგორც დამოუკიდებელი ოპერაცია ან ლაპარასკოპიასთან ერთად.

- რამდენად აპრობირებული მეთოდია ეს და რომელი დაავადებების დროს კეთდება აღნიშნული კვლევა?

- დიაგნოსტიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე ჰისტეროსკოპია ითვლება საშვილოსნოსში და პათოლოგიების გამოვლენის „ოქროს სტანდარტად“.  დიაგნოსტიკური ჰისტეროსკოპიის ჩატარება საჭიროა თუ არის ეჭვი შემდეგ დაავადებებზე:

•             ენდომეტრიოზი

•             სუბმიკოზური მიომა

•             ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია

•             საშვილოსნოს პოლიები

•             ენდომეტრიუმის კიბო,

•             საშილოსნოს ღრუში უცხო სხეულის არსებობა

ჰისტეროსკოპია თითქმის შეუცვლელი სადიაგნოსტიკო საშუალებაა საშვილოსნოს განვითარების ანომალიების აღმოსაჩენად:

•             საშვილოსნოსშიდა შეხორცებები (სინექიები)

•             საშვილოსნოსშიდა ტიხარი

•             უნაგირა საშვილოსნო და სხვა.

 

- იმისათვის, რომ პაციენტმა ექიმს აღნიშნული გამოკვლევებისთვის მიმართოს, რა წინაპირობა უნდა ჰქონდეს მას, ანუ სიმპტომები, რომლებიც უნდა აწუხებდეს და ჩათვალოს საჭიროდ გამოკლვევაზე მისვლა?

- დიაგნოსტიკური პროცედურის ჩატარების საჭიროებას ექიმი ხედავს მაშინ, როდესაც რეპროდუქციულ ასაკში დარღვეულია მენსტრუალური ციკლი, სახეზეა მენოპაუზის შემდგომი სისხლდენები, უნაყოფობა და მეორდება დრომდე მიუტანელი ორსულობა.

მიკროჰისტეროსკოპია კოლპოსკოპიასთან ერთად  საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.  როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ჰისტეროსკოპიული დიაგნოზი სხვა ოპერაციების დროს  90%-ში დასტურდება.

ოპერაციული ჰისტეროსკოპიის დროს ტარდება:

•             ენდომეტრიუმის აბლაცია

•             საშვილოსნოს პოლიების მოცილება

•             სუბმიკოზური მიომის ამოკვეთა

•             საშვილოსნოსშიდა შეხორცებების მოხსნა

•             საშვილოსნოსშიდა ტიხარის მოცილება

•             შეხორცებული სპირალების და სხვა უცხო სხეულის მოცილება.

საკონტროლო ჰისტეროსკოპია ნაჩვენებია საშვილოსნოს შიდა ოპერაციების, ჰორმონოთერაპიის, საშვილოსნოს არტერიის ემბოლიზაციის, გადატანილი ბუშტნამქერის, ქორიონკარცინომის, და აგრეთვე, მშბიარობის შემდგომი გართულებების შემდეგ.

 

კლინიკა „ჯანმრთელობის სახლი“  - შემოგვიერთდით https://www.facebook.com/hhealthhouse/

დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: ☎️ ( 995 32 ) 225 90 50; 225 90 70
მისამართი: ქ. თბილისი წინანდლის 9-20, ( ყოფილი პირველი საავადმყოფოს ტერიტორია, მეტრო 300 არაგველი)



კომენტარები

მსგავსი სიახლეები