0 8 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით საქართველო მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს

თიბისისა და მთის ტრასების სააგენტოს (ემ.თი.ეი) პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო მთის კურორტების მთავარ მოვლენას, მსოფლიო თასებს სნოუბორდსა და სკი კროსში გუდაურსა და ბაკურიანში უმასპინძლებს. 3-4 თებერვალს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS), გუდაურში პირველად გაიმართება მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში. საერთაშორისო  ღონისძიებაზე მსოფლიოს წამყვანი 17 ქვეყნის 90  სპორტსმენი იასპარეზებს.

 

10-11 თებერვალს სკი კროსის დისციპლინის  მასპინძელი ბაკურიანი იქნება. გასულ წელს საქართველომ ბაკურიანში უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, შესაბამისად, საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე  ზამთრის ტურიზმის მიმართულებით.  წარმატებით ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა FIS-ის ყურადღება ჩვენი ქვეყნისადმი, სწორედ ამიტომ საქართველო, კერძოდ კი გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურ კალენდარში მოხვდა.

 

მსოფლიო თასის ეტაპების მხარდაჭერით, თიბისი აგრძელებს მნიშვნელოვანი პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობას, რითაც ახალ თაობას უფართოებს შესაძლებლობებს, ხელს უწყობს საქართველოში სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:29

    Tegeta Truck & Bus-მა 2023 წელი გაყიდვების 84%-იან...

      2023 წელი „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Truck & Bus-მა მასშტაბური ადგილობრივი თუ რეგიონული პროექტებით დახურა. გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებელი, საერთაშორისო...

  • 12:22

    Autogallery-მ საქართველოში Zeekr-ის ბრენდის ელექტრ...

    მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესიავტომწარმოებლის GEELY Holding-ის პრემიუმ ბრენდის Zeekr-ის ელექტრომობილი Zeekr 001 საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია. ელექტრომობილი &bdquo...

  • 11:24

    გახდი თიბისის ტექსკოლის მონაწილე...

    გახდი თიბისის ტექსკოლის მონაწილე თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებ...

  • 11:21

    თიბისის მხარდაჭერით, კომპლექსი - „ოტიუმი ბელიაშვილ...

    თიბისის მხარდაჭერით, დიღომში, აკაკი ბელიაშვილის #110-ში, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი - „ოტიუმი ბელიაშვილზე“ შენდება. პროექტი, რომელიც საცხოვრებელთან ერთად, კომერციულ და საოფისე ...

  • 18:53

    „თეგეტას“ ახალი, მულტიფუნქციური სერვისცენტრი გახან...

    უნივერსიტეტის ქუჩის #6-ში „თეგეტა მოტორსის“ ახალი ფილიალი თებერვლიდან გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. სერვისით სარგებლობა 09:30-დან 21:00 საათამდეა შესაძლებელი, ხოლო 18:30-დან 21:00 საათ...

  • 13:55

    „2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარ...

    თიბისი კაპიტალმა, თიბისის ბიზნესპარტნიორებისთვის, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა წარადგინა.   2024 წელს, თიბისი კაპიტალი, კვლევების მიმართულებით, ახალ ეტაპზე გადადის და...

  • 12:01

    სესხი თვითდასაქმებულებისთვის...

    თიბისი თვითდასაქმებულებს შესაძლებლობას აძლევს, სპეციალურად მათზე მორგებული სესხი გამარტივებული და გაუმჯობესებული პირობებით მიიღონ.   თუ ხართ დასაქმებული ან თვითდასაქმებული და ბოლო 6 თვეში გაქვთ...