0 2 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა აკადემიაში“ მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების პროფესიულ პროგრამაზე სწავლა დაიწყო

·         „თეგეტა აკადემიას“ მალე პირველი დიპლომირებული ძრავის მექანიკოსები ეყოლებიან

„თეგეტა აკადემიაში“ სასწავლო პროცესი განახლდა. ძრავის მექანიკოსის პროფესიას 15 პროფესიული სტუდენტი დაეუფლება. მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვედრად მათ შიდა ტესტირებისა და მოტივაციური გასაუბრების ეტაპი გაიარეს და 79 მსურველს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

პროგრამის დაწყებამდე „თეგეტა აკადემიამ“ ახალი ნაკადის სტუდენტებს გაცნობითი ხასიათის ღონისძიებაზე უმასპინძლა. მათ საშუალება ჰქონდათ, აკადემიას, ადმინისტრაციას, პროფესიულ მასწავლებლებს, შიდა და გარე სივრცეებს გასცნობოდნენ, ენახათ თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის განკუთვნილი სივრცეები. 

„თეგეტა აკადემიაში“ აღნიშნული პროგრამა პირველად ხორციელდება. რაც ნიშნავს იმას, რომ დიპლომირებულ ელექტრომექანიკოსებთან ერთად, მომავალ წელს აკადემიას  პირველი დიპლომირებული ძრავის მექანიკოსებიც ეყოლებიან.

ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი:მოხარული ვართ, რომ წელს პირველად ვიწყებთ მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კურსდამთავრებულები მიიღებენ კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს. ერთი მხრივ, ეს ფაქტი პატივია „თეგეტა აკადემიისთვის“ და მეორე მხრივ, დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას შევუწყოთ ხელი, რაც ავტოინდუსტრიაში მეტ კვალიფიციურ კადრს ნიშნავს. „თეგეტა აკადემია“ მხოლოდ სწავლების პროცესით არ შემოიფარგლება და პროგრამის მონაწილეებს კარიერულ წინსვლაშიც შეუწყობს ხელს“.

პროგრამის პროფესიული სტუდენტები 10 თვის განმავლობაში თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან, რომლის დროსაც საშუალება ექნებათ, შეისწავლონ როგორც ზოგადი, ისე პროფესიული მოდულები.

ნინი ერისთავი, „თეგეტა აკადემიის“ ხარისხის მართვის მენეჯერი: პროგრამის მოცულობა 58 კრედიტისგან შედგება. სწავლების პროცესში სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნა შუალედური გამოცდის საშუალებით შემოწმდება, ხოლო პროგრამის დასრულებისას ისინი სავალდებულო საკვალიფიკაციო გამოცდას ჩააბარებენ. პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, დაიწყონ საქმიანობა მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ სწავლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, „თეგეტაში“  დასაქმდნენ.

„თეგეტა აკადემიის“ პროფესიულ კოლეჯში სწავლება, ჯამში, 3 პროფესიულ პროგრამაზე მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის კოლეჯი წარმატებით დაასრულა 11-მა სტუდენტმა, რომელთაგანაც უმეტესობა „თეგეტაში“ დასაქმდა. ამჟამად პროფესიულ კოლეჯში, ძრავის შეკეთების პროგრამის გარდა, 13 აქტიური სტუდენტი ელექტრო- და ელექტრონული სისტემების დუალურ პროგრამაზე სწავლობს.  

----

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.

„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:43

    დაიბრუნე 20% თიბისის ბარათით გადახდისას ქუთაისში...

    ყოველ შაბათ დღეს, გადაიხადე თიბისის ნებისმიერი ბარათით ქუთაისის 15-მდე შერჩეულ კვების ობიექტში და დაიბრუნე 20%, მაქსიმუმ 20 ლარი მომენტალურად. გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის პოს ტერმინალზე. აქცია...

  • 12:58

    „თეგეტა აგრიმ“ Winexpo Georgia-ზე სასოფლო-სამეურნე...

    Fendt, Valtra, Goldoni - Winexpo Georgia-ს მონაწილეებს წელს „თეგეტა აგრის“ პრემიუმ კლასის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ. „ექსპოჯორჯიამ“ ღვინისა და ა...

  • 17:07

    ZEG - Tbilisi Storytelling Festival ...

    ZEG - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ბრუნდება! სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები 3 დღის განმავლობაში შთამაგონებელ და უნიკალურ ამბებს გაგვიზიარებენ. ფესტივალი, რომელიც მოიცავს დ...

  • 14:09

    TBC x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის...

    ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისთვის, უკვე ერთ წელზე მეტია, რაც თიბისი, USAID-თან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „TBC x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის“. პროექტის წინა ეტაპზ...

  • 12:06

    თიბისიმ გადახდების საერთაშორისო პლატფორმა შეიძინა...

    თიბისი ჯგუფმა გადახდების საერთაშორისო პლატფორმა შეიძინა, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს რეგიონში ჯგუფის სტრატეტიულ შესაძლებლობებს. გადახდების ახალი პლატფორმა ბიზნესებს სთავაზობს, მარტივად და ...

  • 16:13

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ძ...

    იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით გაუმჯობესდა მი...

  • 16:10

    რატომ არის აუცილებელი ზაფხულში ავტომობილის შემოწმე...

    ზაფხულის სეზონი ყველასთვის დასვენებასა და მოგზაურობასთან ასოცირდება. სტატისტიკურად, ზაფხულში ავტომობილების გადაადგილება ყველაზე  მაღალია სხვა სეზონებთან შედარებით. სწორედ...