0 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთი ჯანსაღი ცხოვრებისთვის

ლიბერთის მხარდაჭერით თბილისში SPORTFEST  დასრულდა   

ლიბერთის მხარდაჭერითა და პარტნიორობით, ორდღიანი სპორტული ფესტივალი – SPORTFEST 2023 ჩატარდა.

ლიბერთი, SPORTFEST-ის მხარდაჭერით, საშუალებას აძლევს ნებისმიერი თაობის ადამიანს გაეცნოს სპორტის სხვადასხვა სახეობას, შეხვდეს ცნობილ სპორტსმენებს და მრავალფეროვანი აქტივობებით გაერთოს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.

ფესტივალი  საკმაოდ მასშტაბური იყო და სპორტის ენთუზიასტები, პროფესიონალები, გულშემატკივრები და სპორტული ორგანიზაციები გააერთიანა.  სპორტის სხვადასხვა სახეობის სივრცეებში,  სპორტულ და საბავშვო გასართობ მოედნებზე თუ  სპიკერებისთვის განკუთვნილი სპეციალური  სცენის მეშვეობით, ყველა ასაკის ადამიანს,  მეგობრულ და მხიარულ პაექრობებში ჩართვის საშუალება მიეცათ.  ფესტივალს დაესწრნენ გულშემატკივრებისთვის საყვარელი, ცნობილი სპორტსმენები.

 ლიბერთის სივრცეში, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი,  საჭადრაკო ოლიმპიადის ხუთგზის ჩემპიონი,  ნანა იოსელიანი საჭადრაკო დაფასთან ერთდროულად შეხვდა სხვადასხვა ასაკის მოთამაშეებს. ამავე დღეს, ლიბერთის სივრცეში, საქართველოს ჩემპიონი, 12 წლის ერეკლე ტაბატაძე,  ერთდროულად შეეჯიბრა ჭადრაკის მოყვარულებს.

ლიბერთის მხარდაჭერით, ფესტივალის მიმდინარეობისას, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი,  საჭადრაკო ოლიმპიადის თერთმეტიგზის ჩემპიონი და პირველი ქალი საერთაშორისო დიდოსტატი ვაჟთა შორის, ნონა გაფრინდაშვილი ერთდროულად შეხვდა ჭადრაკის პროფესიონალ და მოყვარულ მოთამაშეებს.

 

ფეხბურთის მოყვარულებს, ლიბერთის მინი ფეხბურთის მოედანზე, ქალთა საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის" ფეხბურთელმა გოგონებმა უმასპინძლეს. 

 

"ლიბერთი, მრავალი წელია აქტიურად უჭერს მხარს ქალთა გაძლიერების პროექტებს. „სპორტფესთან“ პარტნიორობით, შესაძლებლობა მოგვეცა ქალთა გაძლიერების  თემაზე გვესაუბრა და ფესტივალის სტუმრებისთვის საინტერესო აქტივობები შეგვეთავაზებინა. ვფიქრობთ, ქალთა საფეხბურთო კლუბის -„ლანჩხუთის“ ფეხბურთელმა გოგოებმა  კიდევ ერთხელ დაადასტურეს, ის რომ ქალებს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სპორტის განვითარებაში. ლიბერთი მადლობას უხდის ნონა გაფრინდაშვილსა და ნანა იოსელიანს პროექტში მონაწილეობისა და საინტერესო საჭადრაკო სესიებისთვის“ - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხიმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

 

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალობიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარსშეადგენს და დასაქმებულია 4 500-ზე მეტითანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზემეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:34

    ხვალ, თიბისის მხარდაჭერით პრემია “ელისოს” დაჯილდოვ...

    საქართველოში პირველად, თიბისის მხარდაჭერითა და ნატო ვაჩნაძის ფონდის ორგანიზებით, პრემია „ელისო“ ქართულ კინოში გამორჩეულ ნამუშევრებს გადაეცემა.   გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გ...

  • 14:29

    დაიბრუნე 40% Gemo Fest-ზე თიბისის ბარათით გადახდის...

    15-16 ივნისს, ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში Gemo Fest- ი გაიმართება. ფესტივალი ყოველწლიურად სხვადასხვა რეგიონში ტარდება, რომელიც როგორც ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას, ასევე ტურიზმის განვ...

  • 14:43

    დაიბრუნე 20% თიბისის ბარათით გადახდისას ქუთაისში...

    ყოველ შაბათ დღეს, გადაიხადე თიბისის ნებისმიერი ბარათით ქუთაისის 15-მდე შერჩეულ კვების ობიექტში და დაიბრუნე 20%, მაქსიმუმ 20 ლარი მომენტალურად. გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის პოს ტერმინალზე. აქცია...

  • 12:58

    „თეგეტა აგრიმ“ Winexpo Georgia-ზე სასოფლო-სამეურნე...

    Fendt, Valtra, Goldoni - Winexpo Georgia-ს მონაწილეებს წელს „თეგეტა აგრის“ პრემიუმ კლასის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ. „ექსპოჯორჯიამ“ ღვინისა და ა...

  • 17:07

    ZEG - Tbilisi Storytelling Festival ...

    ZEG - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ბრუნდება! სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები 3 დღის განმავლობაში შთამაგონებელ და უნიკალურ ამბებს გაგვიზიარებენ. ფესტივალი, რომელიც მოიცავს დ...

  • 14:09

    TBC x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის...

    ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისთვის, უკვე ერთ წელზე მეტია, რაც თიბისი, USAID-თან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „TBC x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის“. პროექტის წინა ეტაპზ...

  • 12:06

    თიბისიმ გადახდების საერთაშორისო პლატფორმა შეიძინა...

    თიბისი ჯგუფმა გადახდების საერთაშორისო პლატფორმა შეიძინა, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს რეგიონში ჯგუფის სტრატეტიულ შესაძლებლობებს. გადახდების ახალი პლატფორმა ბიზნესებს სთავაზობს, მარტივად და ...