2 2 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

“დააგროვე შენი მომავალი თავისთვის” - ლიბერთის ახალი აქცია ვადიანი ტიპის ანაბრებზე

ლიბერთი მომხმარებლებს  ვადიანი ტიპის ანაბრებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატზე, საუკეთესო  სარგებლის მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.. აქციის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია როგორც ლარის, ასევე აშშ დოლარის ვადიანი ტიპის ანაბრებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატებზე მიიღოს მაღალი სარგებელი.

"ლიბერთის  მიზანია ჩვენს მომხმარებლებს   მუდმივად შევთავაზოთ  მათ ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები, სერვისები  და ახალი პირობები.

დეპოზიტებზე გამოცხადებული საგაზაფხულო აქცია,  სრულად  პასუხობს ბაზარზე მომხარებელების მთავარ ინტერესს -

დეპოზიტის გახსნის გადაწვეტილების მიღებისას,  არჩევანი გააკეთოს  სანდოობასა და სტაბილურობაზე და მიიღოს მაქსიმალურად მაღალი სარგებელი.  

ახალი აქციის ფარგლებში, გაზრდილი საპროცენტო სარგებლის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს - როგორც ჩვენი ბანკის არსებულ მომხმარებელს, ასევე იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ამჟამად დეპოზიტები სხვა ბანკში აქვთ განთავსებული და  სურთ უკეთესი პირობებით  სარგებლობა ” - თინათინ ნეფარიძე, ლიბერთის საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების განყოფილების უფროსი.

აქციის ფარგლებში, 31 მარტის ჩათვლით, ვადიანი ანაბრის ან/და სადეპოზიტო სერტიფიკატის გახსნა როგორც ლიბერთის, ასევე სხვა ბანკების მომხმარებლებისთვის შემდეგი პირობებით იქნება შესაძლებელი:

ვადიანი ტიპის ანაბარი

ლარი - წლიური 13.10%, ეფექტური* 13.23%

დოლარი - ნომინალური 2,20%, ეფექტური* 2,30%

სადეპოზიტო სერტიფიკატი

ლარი- წლიური 13.50 % ეფექტური* 13.50 %

დოლარი - ნომინალური 2.20%, ეფექტური* 2.20%,

*ეფექტური პროცენტი დათვლილია 1000 ერთეულზე 12 თვის ვადით

ვადიანი ანაბრის გახსნა შესაძლებელია ლიბერთის მობაილ ბანკიდან კიდევ უფრო მაღალი სარგებლით - ლარრის ვალუტაში  აქციის პირობებს + 0.1%. ანაბრის გახსნა შესაძლებელია ლიბერთის ნებისმიერ ფილიალშიც.

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:46

    მენტალური ჯანმრთელობის დაფარვის გამოყენების მზარდი...

    2022 წელს “თიბისი დაზღვევა” პირველი კომპანია იყო საქართველოში, რომელმაც ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს მენტალური ჯანმრთელობის დაფარვა დაამატა. დღეისთვის ამ დაფარვით სარგებლობა ჯანმრთელობის...

  • 12:15

    რა შეუძლიათ მოსწავლეებს hi app-ის დახმარებით...

    ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.   გიზიარებთ მარტივ ფუნქციებს, რომლებიც მო...

  • 17:33

    თიბისი, Visa და Kovzy E-commerce განვითარების მიზნ...

    „Ecommerce in a box” წარმოადგენს თიბისის, Visa-ს და Kovzy-ის ერთობლივ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საკვები ინდუსტრიის მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების (SME-ების) ხელშეწყობას მათი ონლა...

  • 17:26

    გრეის ჰოპერის ტექ ჯილდოზე რეგისტრაცია 24 მაისამდე ...

    თიბისი წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომლის მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება ტექ სფეროში, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექ...

  • 16:38

    ქართველი და მსოფლიო კინემატოგრაფისტები - პრემია „ე...

    14 ივნისს ნატო ვაჩნაძის მშობლიური გურჯაანი კინოენაზე ახმაურდება. სიმბოლურად, მსახიობის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქალაქი ნატო ვაჩნაძის ფონდის მიერ ახლად დაარსებულ პრემია „ელისოს“ დ...

  • 15:41

    Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულე...

    Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისის მხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მ...

  • 12:11

    „ქოლგა თბილისი ფოტოს“ კვირეული „ვოლვო ქარ საქართვე...

    „ქოლგა თბილისი ფოტოს“ კვირეული წელს უკვე 23-ედ გაიმართა. ხუთი დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა სახელოვნებო სივრცე ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, ვორქ...