0 3 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აჭარაბეთი წარმოგიდგენთ ფრისტაილ მოტოკროს შოუს ბაკურიანში

 

დღეს, 26 თებერვალს, ბაკურიანში Red Bull FMX Jam, ფრისტაილ მოტოკროს შოუ გაიმართება, რომლის წარმდგენია adjarabet.com.

 

Red Bull FMX Jam 26 თებერვალს, 19:00 საათზე დაიწყება - ბაკურიანში, წაქაძისა და 9 აპრილის ქუჩების მიმდებარედ, შოუზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება.

 

 

„აჭარაბეთისთვის სპორტი ძალიან მნიშნელოვანი მიმართულებაა,მოხარულები ვართ,რომ  დღეს   ჩვენი მხარდაჭერით ბაკურიანში პირველად  იმართება Red Bull FMX Jam, სადაც მონაწილეობენ  იღებენ ისეთი  ვარსკვლავები, როგორიცაა გინესის რეკორდსმენი -  Robbie Maddison, Mike Van Dijck, Radek Billek.

 

ასევე უნდა ავღნიშნო, რომ ადგილზე მოსულ გულშემატკივრებს აჭარაბეთისგან გასართობი სივრცე და საჩუქრები  დახვდებათ“-  განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.

 

ფრისტაილ მოტოკროსი მოტოსპორტის ერთ-ერთი სახეობაა, სადაც რაიდერები ასრულებენ ნახტომებს, ბრუნებს და მაყურებელს ექსტრემალური ილეთებით ანცვიფრებენ. მოტოკროსის მოტოციკლეტი ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე ენდუროსი ან სხვა მოტო სახეობის. ამჟამად, ფრისტაილ მოტოკროსის 40-მდე ექსტრემალური ილეთია ცნობილი.

 

ფრისტაილ მოტოკროს შოუს პირდაპირი ეთერი დაგეგმილია  სპორტის მოედნის  YouTube და adjarabet.com-ის Facebook გვერდებზე.

 

ფრისტაილ მოტოკროს შოუ ბაკურიანში პირველად, საქართველოში კი მეორედ ტარდება. 2009 წელს თავისუფლების მოედანზე შოუს (Red Bull X-Fighters) ათასობით ადამიანი დაესწრო.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები