1 9 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით კომპანია „ბაია ფუდი“ 2023 წლიდან ნატურალურ ხილის სნექებს გამოუშვებს

კომპანია „ბაია ფუდი“ ქართულ ბაზარზე 2009 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ დაფქულ-გადამუშავებული და ნატურალური, მშრალი ხილით გამდიდრებული ფაფების მიმართულებით მომხმარებლის საყვარელ, უკონკურენტო ბრენდად რჩება.

წლების განმავლობაში ტექნოლოგია დაიხვეწა, თუმცა დევიზი - „ჯანსაღი კვება, ჯანმრთელი მომავალი“ - არ შეცვლილა. სწორედ ამ დევიზს ეფუძნება კომპანიის ყველა ახალი წამოწყება თუ პროდუქტი, მათ შორის, ხილის ფაფებიც, რომელთა ხაზიც „ბაია ფუდმა“ 2019 წლიდან დაამატა და შავი ქლიავის, ალუბლის, ვაშლის, ბანანისა თუ გარგალის ფაფებს უამრავი კმაყოფილი და ერთგული მომხმარებელი შესძინა.

დაფქული წიწიბურას, ბრინჯის, შვრიის, ქერის, სიმინდის ფაფები თავიდან ბავშვთა კვების ხაზით იყო ჩაფიქრებული, თუმცა საწარმოს გაფართოებისა და ტექნოლოგიის დახვეწის შემდეგ „ბაია ფუდის“ ჯანსაღი, უჯრედისით მდიდარი ფაფები ყველა ასაკის მომხმარებლის საყვარელი პროდუქტი გახდა.

„ჩვენი პროდუქცია არ არის ქიმიურად დამუშავებული, არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, კონსერვანტებს, ემულგატორებსა თუ სტაბილიზატორებს. წიწიბურასა და ბრინჯის გარდა, ძირითადი ნედლეული - მარცვალ-ბურღულეული და ხილის ჩირებიც, რომლითაც ვამდიდრებთ ფაფებს, ქართული წარმოებისაა. მარცვალი ჩვენთან სპეციალური დანადგარებით, ეგრეთწოდებული რბილი დაფქვის მეთოდით იფქვება. ამ დროს ტემპერატურა 60 გრადუსს არ აჭარბებს, რაც მნიშვნელოვანია პროდუქტში ჯანსაღი ნივთიერებების შესანარჩუნებლად. დაფქული მარცვლეული კი გაცილებით მალე იხარშება, ვიდრე მთლიანი მარცვალი. ეს ყველაფერი ჩვენი ბრენდის ხარისხის და პოპულარობის საფუძველია. ჯანსაღი პროდუქტის წარმოება დაარსების დღიდან ჩვენი დევიზი და არჩევანია, რის გამოც ამ პროდუქციას ყველა ასაკის მომხმარებელი სიამოვნებით მიირთმევს“, - ამბობს „კომპანია „ბაია ფუდის“ დამფუძნებელი, ზვიად გრძელიძე.

სხვადასხვა სახელმწიფო თუ საერთაშორისო პროექტების დახმარებითა და საკუთარი ინვესტიციით, 50 კვ.მ იჯარით აღებულ ფართში ერთი სახეობის ფაფით დაწყებული საქმე დღეისათვის საკუთარ საწარმოს, 25 სახეობის პროდუქტს და 18 დასაქმებულს ითვლის, რომელთა რიცხვიც პერიოდულად იზრდება.

მომავალი წლიდან „ბაია ფუდი“ ახალი ხაზის - ხილის სნექების წარმოებასაც დაიწყებს. ადგილობრივი ხილისგან დამზადებული, შოკოლადით გამდიდრებული ტკბილეული უახლესი  ტექნოლიგიითა და ახალი დანადგარებით დამზადდება, რომლებიც „ბაია ფუდმა“ ინოვაციების სააგენტოს მიერ დაწესებული გრანტისა და  UNDP -ს პროექტის ფარგლებში შეიძინა.

თიბისის მხარდაჭერით უკვე დაწყებულია ხილის სნექებისთვის განკუთვნილი საწარმოს გაფართოება და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვა. თიბისისავე დახმარებით, 2023 წლის დასაწყისში „ბაია ფუდი“ დანადგარების მონტაჟს დაასრულებს და გაზაფხულიდან ხილის სნექების პირველ რამდენიმე პროდუქტს გამოუშვებს.

2023 წელს განიხილება, ასევე, პროდუქციის გამრავალფეროვნება და ექსპორტზე გატანის შესაძლებლობაც. ექსპორტამდე კი ხილისა და ბურღულ-მარცვლეულის ფაფებს „მიუსლიც“ დაემატება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:46

    თიბისი Tech Meetups სერია გრძელდება...

      თიბისიმ მორიგი Tech Meetup-ი ჩაატარა, რომელიც თიბისის ტექნოლოგიურ სტეკში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი მიმართულების განხილვას .Net-ს დაეთმო. ღონისძიების ფარგლებში დეველოპერებმა ერთმანეთს გაუზიარეს .Ne...

  • 17:51

    შესაძლებლობა ცოდნის მაძიებლებისათვის - „თეგეტა აკა...

    „თეგეტა ჰოლდინგმა“, შვილობილ კომპანია „თეგეტა აკადემიასთან“ ერთად, სამსახურის მაძიებლებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და დასაქმება განსხვავებული, კიდევ უფრო მოქნილი ფო...

  • 15:49

    JCB-ს ჰიდროგენული ძრავა და ინოვაციები, რომლებიც სა...

      სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია, JCB, ულტრაეფექტური წყალბადის ძრავის შესაქმნელად განაგრძობს მ...

  • 18:28

    Volvo EX30 SUV-ახალი ელექტრომოდელი, რომელიც უსაფრთ...

    Volvo EX30 ახალი სრულად ელექტრო მცირე ზომის SUV, შვედური ბრენდის აქამდე წარმოებულ მოდელებს შორის ყველაზე უსაფრთხო იქნება. სკანდინავიური კომპანიის 96-წლიანი გამოცდილებით შექმნილ მოდელს მომხმარებელი მალ...

  • 17:29

    „ავტო გალერი“ - ელექტრომობილების გაყიდვების ლიდერი...

    მსოფლიოში ელექტრომობილებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. ბოლო პერიოდში ეს ტენდეცია საქართველოს ბაზარზეც იგრძნობა. ამას ადასტურებს კომპანია „ავტო გალერის“ გაყიდვებიც, რომელიც ქვეყანაში ელ...

  • 13:44

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ე...

    აპრილში სებ-მა რეკორდულად მაღალი ოდენობის - 322.4 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. მაშინ, როდესაც მაისის სავალუტო შემოდინებების სტატისტიკა ჯერჯერობით არაა ხელმისაწვდომი, არ იკვეთება იმის ინდიკაც...

  • 12:15

    აჯენტო - თიბისი დაზღვევის ახალი აპლიკაცია...

      თიბისი დაზღვევამ ახალი აპი, „აჯენტო“ შექმნა, რომლის მეშვეობითაც დამატებითი შემოსავლის გამომუშავება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თუ გარშემო ბევრჯერ გეკითხებიან აზრს დაზღვევასთან დაკავ...