1 9 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ქუთაისში „თეგეტას“ ახალი ფილიალი გაიხსნა

 

„თეგეტა მოტორსი“ მომსახურების ქსელს აფართოებს. ქუთაისში კომპანიის კიდევ ერთი ფილიალი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, დავით აღმაშენებლის #99-ში გაიხსნა. ამ ობიექტის გახსნით „თეგეტას“ ქუთაისში ორი ფილიალი ექნება, სადაც მსუბუქი ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან. მომხმარებელს ახალ ფილიალში სწრაფი სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.

 

ავტომომსახურების ახალი ობიექტი, სერვისცენტრთან ერთად, საწყობსა და შოურუმს აერთიანებს, სადაც სხვადასხვა პრემიუმ ბრენდის  პროდუქციაა წარმოდგენილი.

 

იორგი იაკობიძე, „თეგეტა მოტორსის“ ქუთაისის ფილიალის დირექტორი: „თეგეტა მოტორსის“ სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ქუთაისში ახალი ფილიალი გავხსენით. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მაღალი ხარისხი, სერვისის მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ და მომსახურებაც უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ, რასაც, ერთი მხრივ, ქსელის გაფართოებით, მერე მხრივ კი თანამედროვე, დისტანციური სერვისებით უზრუნველვყოფთ. ღმაშენებლის გამზირზე მდებარე ფილიალში ავტომფლობელებს სწრაფ სერვისს ვთავაზობთ და გარემოც მთლიანად მათ კომფორტზემორგებული. მაღალი ხარისხის პროდუქცია, უახლესი დანადგარები, კვალიფიციური კადრები - ეს არის „თეგეტას“ სტანდარტი, რაც ჩვენ მიმართ მომხმარებლის კმაყოფილებასა და სანდოობას განსაზღვრავს“.

ახალი სერვისცენტრი, რომელიც 530 კვ. მეტრ ფართობს მოიცავს, დღის განმავლობაში 60-ზე მეტ ავტომფლობელს მოემსახურება. მომხმარებელი ონლაინ რეზერვაციითაც ისარგებლებს.

ფილიალში შემდეგი სერვისების მიღებაა შესაძლებელი:

 

·         ძრავის ზეთისა და ფილტრის შეცვლა

·         ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა

·         საბურავების სერვისი

·         ხუნდებისა და სამუხრუჭე დისკების შეცვლა/მოხეხვა

·         აკუმულატორების შეცვლა

·         ნათურების შეცვლა და ფარების გასწორება

·         კონდიცირების სისტემის დატუმბვა

აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სერვისცენტრში, წარმოდგენილი იქნება  Shell, Motul, Petronas, Mobil, Sonax, Ate, Varta, Fiamm, Exide, Bridgestone, Michelin, Continental და სხვა პრემიუმ ბრენდების პროდუქტები. ახალი ფილიალის შოურუმში ხელმისაწვდომი იქნება ძრავის ზეთები, ანტიფრიზები, სამუხრუჭე ხუნდები, აკუმულატორები, მანქანის აქსესუარები და ავტომობილისათვის საჭირო პროდუქტები.

 

„თეგეტა მოტორსის“ ქუთაისის ახალი ფილიალი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 9:30-იდან  18:30-ამდე, კვირას კი - 09:30-იდან 18:00 საათამდე იმუშავებს. 

 

--

 

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:46

    თიბისი Tech Meetups სერია გრძელდება...

      თიბისიმ მორიგი Tech Meetup-ი ჩაატარა, რომელიც თიბისის ტექნოლოგიურ სტეკში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი მიმართულების განხილვას .Net-ს დაეთმო. ღონისძიების ფარგლებში დეველოპერებმა ერთმანეთს გაუზიარეს .Ne...

  • 17:51

    შესაძლებლობა ცოდნის მაძიებლებისათვის - „თეგეტა აკა...

    „თეგეტა ჰოლდინგმა“, შვილობილ კომპანია „თეგეტა აკადემიასთან“ ერთად, სამსახურის მაძიებლებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და დასაქმება განსხვავებული, კიდევ უფრო მოქნილი ფო...

  • 15:49

    JCB-ს ჰიდროგენული ძრავა და ინოვაციები, რომლებიც სა...

      სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია, JCB, ულტრაეფექტური წყალბადის ძრავის შესაქმნელად განაგრძობს მ...

  • 18:28

    Volvo EX30 SUV-ახალი ელექტრომოდელი, რომელიც უსაფრთ...

    Volvo EX30 ახალი სრულად ელექტრო მცირე ზომის SUV, შვედური ბრენდის აქამდე წარმოებულ მოდელებს შორის ყველაზე უსაფრთხო იქნება. სკანდინავიური კომპანიის 96-წლიანი გამოცდილებით შექმნილ მოდელს მომხმარებელი მალ...

  • 17:29

    „ავტო გალერი“ - ელექტრომობილების გაყიდვების ლიდერი...

    მსოფლიოში ელექტრომობილებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. ბოლო პერიოდში ეს ტენდეცია საქართველოს ბაზარზეც იგრძნობა. ამას ადასტურებს კომპანია „ავტო გალერის“ გაყიდვებიც, რომელიც ქვეყანაში ელ...

  • 13:44

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ე...

    აპრილში სებ-მა რეკორდულად მაღალი ოდენობის - 322.4 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. მაშინ, როდესაც მაისის სავალუტო შემოდინებების სტატისტიკა ჯერჯერობით არაა ხელმისაწვდომი, არ იკვეთება იმის ინდიკაც...

  • 12:15

    აჯენტო - თიბისი დაზღვევის ახალი აპლიკაცია...

      თიბისი დაზღვევამ ახალი აპი, „აჯენტო“ შექმნა, რომლის მეშვეობითაც დამატებითი შემოსავლის გამომუშავება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თუ გარშემო ბევრჯერ გეკითხებიან აზრს დაზღვევასთან დაკავ...