ახალი საავტომობილო ბრენდი ქართულ ბაზარზე - Geely A...
. ინოვაციური საავტომობილო ბრენდისოფიციალურმა ლიდერმა Tegeta Cars-მა საწყის ეტაპზე ბრენდის ყველაზე ცნობილი მოდელი - Geely Coolray წარადგინა .&...
|
„ნაციონალური დელიკატესი“ კიდევ ერთი ქართული კომპანიაა, რომელიც თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და დღეს ერთ-ერთ წარმატებულ, მზარდ ბიზნესს წარმოადგენს.
ქართული ბაზრისთვის უნიკალური პროდუქტი - მზა, 100%-ით ნატურალური, შეფუთული კერძები - თავდაპირველად საველე პირობებში საკვებად იყო ჩაფიქრებული, თუმცა ბაზარზე გამოჩენისთანავე ის თითქმის ყველა კატეგორიის მომხმარებელმა მალევე აიტაცა და საგანგებო რეცეპტებითა და ტექნოლოგიით დამზადებული ლობიო, ლობიო ლორით, აჯაფსანდალი, ბრინჯი საქონლის ხორცითა თუ ქათმის ჩახოხბილი არა მხოლოდ ჯარისკაცებისა და მოლაშქრე-ტურისტების, არამედ ოჯახებისა თუ მარტო მცხოვრები ადამიანების საყვარელი სადილად იქცა.
„კომპანია 2016 წელს დავაფუძნეთ, პირველი 7 პროდუქტით 2017 წლის დასაწყისში გამოვჩნდით ბაზარზე, თუმცა გამოუცდელობის გამო შეცდომები დავუშვით, რასაც მალევე მივხვდით, გავაანალიზეთ ყველაფერი და უკვე 2017 წლის ბოლოს გადავწყვიტეთ, არსებული პროდუქტები წარმოებიდან ამოგვეღო და ახალი შემართებით, ახალი დანადგარებითა და განახლებული ტექნოლოგიით საქმე თავიდან დაგვეწყო. სწორედ ამ მიზნით მივედით თიბისიში და პროგრამა სტარტაპერის დახმარებითა და მხარდაჭერით, 2018 წლის ბოლოს გავხსენით განახლებული საწარმო, გავიარეთ რებრენდინგი და შევქმენით ახალი პროდუქცია უკვე ახალი მანქანა-დანადგარებით, რამაც გაამართლა და მას შემდეგ ჩვენთვის ყოველი წელი წინაზე უკეთესია,“ - ამბობს „ნაციონალური დელიკატესის“ დამფუძნებელი და დირექტორი ოთარ სიმონიშვილი.
2016 წელს, 400 კვ.მ ტერიტორიაზე განლაგებულ საწარმოში, 15 დასაქმებულით და 7 პროდუქტით დაწყებული ბიზნესი დღეს 2000 კვ.მ-მდე ფართს, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ საწარმოში 30-ზე მეტ დასაქმებულს, 10 სახეობის ადგილობრივი ბაზრისთვის შექმნილ და 15 საექსპორტო პროდუქტს ითვლის. ხარისხიანი დანადგარებისა და გამოცდილი პერსონალის წყალობით, კომპანიას დღეში 10 000 ცალი შეფუთული მზა საკვები პროდუქტის წარმოება შეუძლია, რომლის ყიდვაც „გუდვილში“, „ფრესკოში“, „შირნჰოფერის“, „სპარის“, „მაგნიტის“, „ნატურალისა“ და „სმარტის“ ქსელებშია შესაძლებელი. „ნაციონალური დელიკატესი“ სპეციალურ საველე ულუფებს აწვდის თავდაცვის სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსაც.
კომპანია 2018 წლიდან აწარმოებს ექსპორტსაც. როგორც დამფუძნებლები ამბობენ, ქართული რეცეპტების მიხედვით დამზადებული კერძები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ისრაელში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში.
„თიბისის მხარდაჭერით ჩვენმა ბრენდმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომ არა თიბისის მაშინდელი მხარდაჭერა და ნდობა, რომელიც მან ჩვენ და ქართული ბაზრისთვის სრულიად ახალი პროდუქტის მიმართ გამოიჩინა, „ნაციონალური დელიკატესს“ ძალიან გაუჭირდებოდა იმ დროისთვის არსებული გამოწვევების გადალახვა. ამ პარტნიორობის შედეგად კი წარმატებას ძალიან მალე მივაღწიეთ და ახლა უკვე ვგეგმავთ მომავალ ნაბიჯებსაც, რომლებიც ასევე თიბისისთანაა დაკავშირებული“.
2023 წლისთვის „ნაციონალური დელიკატესის“ გეგმა ახალი სახეობის პროდუქციის შექმნა, გამოფენებში აქტიური მონაწილეობა, საქართველოს რეგიონებში გასვლა და საექსპორტო ქვეყნების რიცხვის გაზრდაა. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს პოლონეთთან და ყაზახეთთან, რომელთა ბაზარზეც „ნაციონალური დელიკატესის“ გემრიელი, ნატურალური ქართული კერძები 2023 წლიდან გამოჩნდება.
. ინოვაციური საავტომობილო ბრენდისოფიციალურმა ლიდერმა Tegeta Cars-მა საწყის ეტაპზე ბრენდის ყველაზე ცნობილი მოდელი - Geely Coolray წარადგინა .&...
თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მუდმივად ზრუნავს მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივებაზე. თანხის განაღდება უკვე შესაძლებელია QR კოდით, რომელიც ციფრულ ბანკში ზედა მარჯვენა კუთხეშია მოთავ...
დღეს, 29 სექტემბერს, ბაკურიანში, სამცხე-ჯავახეთისა და სხვა რეგიონების წარმომადგენელი ახალგაზრდები RDYE პროექტის ინტენსიური ბიზნეს გადამზადების ტრენინგ-კვირეულს (BET / Business Excellence ...
#ერთადგავიმარჯვებთ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ ემზადება. თიბისი, როგორც ეროვნული ნაკრების მხარდამჭერი, მათ განსაკუთრებით გულშემატკივრობს...
მარტვილის რაიონის, სოფელ თამაკონში 2012 წელს, 400 ბოთლით დაწყებული ორგანული ღვინის წარმოება, თიბისის მხარდაჭერით ვითარდებოდა და დღეს უკვე „მარტვილის მარანი“ 12 ათას ბოთლ ღვინოს ასხამს. ს...
სრულიად ახალი და ყველაზე მძლავრი მაზდა CX90 საქართველოშია უპრეცედენტო სიმძლავრე, დახვეწილი დიზაინი და მთლიანად მძღოლზე მორგებული ჭკვიანი სისტემა - მაზდა CX90 უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდ...
თიბისი აკადემიაში რისკების მართვის მიმართულებით სტუდენტების მიღება დაიწყო. აკადემიაში სწავლა თიბისის მიერ სრულადაა დაფინანსებული. პროგრამა ინტენსიურ პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას მოიცავს...
სექტემბერი 2023 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები