1 2 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, სლოვენიაში „ბიბლუსი ჯგუფის“ მაღაზია - XS Igrace (XS Toys) გაიხსნა

„ბიბლუსი ჯგუფმა“, სლოვენიაში, ქალაქ ცელიეში, თიბისის მხარდაჭერით, მაღაზია - XS Igrace (XS Toys) გახსნა, რაც ჯგუფის გლობალური განვითარების სტრატეგიის პირველი წარმატებული ნაბიჯია.

 

მაღაზია XS Igrace მომხმარებლებს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სავაჭრო მოლში - Citycenter Celje-ში მასპინძლობს.

 

როგორც საქართველოში, ისე სლოვენიაში, XS Toys უმაღლესი ხარისხის პროდუქციის რითეილერი კომპანიაა, რომლის პარტნიორები არიან საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდები: Hasbro, Mattel, LEGO, MGA, Spin Master, Jazwares and Bruder, Moose, Schleich, TY და სხვა.

 

„ბიბლუსი ჯგუფი“  სლოვენიაში სამომავლოდ 10-15 ობიექტის გახსნას გეგმავს.

 

“ბიბლუსი ჯგუფი” საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილერია და აერთიანებს: წიგნების მაღაზიათა ქსელს - „ბიბლუსს“, სათამაშოების მაღაზიებს - „პეპელას“ და XS Toys-ს, მულტიფუნქციურ სავაჭრო სივრცეების ქსელს - „მულტის“ და კაფეების ქსელს - „პიატოს“. ჯამში, ჯგუფი 125 სავაჭრო სივრცეს ფლობს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები