1 5 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით გაფართოებული „კოფისტა“ მომხმარებელს განახლებული ბრენდით მოემსახურება

კომპანია „კოფისტას“ და თიბისის ურთიერთობა 2020 წელს, პანდემიის პერიოდში დაწიყო, დღესათვის კი ამ თანამშრომლობის შედეგები კომპანიის განახლება - მისი გაფართოებაში - ახალი საწარმოს გახსნასა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ფილიალის დამატებაში აისახება.

თიბისის მხარდაჭერით განახლებული, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი და 30 თანამშრომელთან ერთად საწარმო, 2021 წლიდან ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში  მდებარეობს და „კოფისტას“ 10 ფილიალს და კაფეს ტიპის 10-მდე სხვა ობიექტს ამარაგებს.

„კოფისტა“ ქართულ ბაზარზე 2015 წელს, რუსთაველის გამზირზე გახსნილი ფილიალით გამოჩნდა და მომხმარებლის გული მალევე მოიგო, რაც გემრიელი ყავისა და პურ-ფუნთუშეულის განსხვავებული, ჯანსაღი გემოს გარდა, მომსახურების მაღალმა ხარისხმა და კაფეში შექმნილმა მყუდრო, მეგობრულმა ატმოსფერომაც განაპირობა. სწორედ პროდუქციისა და მომსახურების ხარისხი გახდა რამდენიმე წელიწადში „კოფისტას“ ცნობადობისა და მისი მუდმივი მოხმარებლის სწრაფი ზრდის საფუძველიც, რამაც მალევე კომპანიის გაფართოება გახადა საჭირო.

რუსთაველის ფილიალს მალევე დაემატა ჭავჭავაძის, ლესელიძის და სხვა ფილიალები, პარალელურად კი  გამრავალფეროვნდა და დაიხვეწა პროდუქციაც - 12 სახის პროდუქტით დაწყებული წარმოება დღეისათვის უმაღლესი ხარისხის ნედლეულით დამზადებული პურ-ფუნთუშეულის, საკონდიტრო ნაწარმისა თუ სალათების  50-ზე მეტი სახეობის პროდუქტს ითვლის, რასაც ემატება „კოფისტას“ უკვე სახელგანთქმული  ყავისა და ჩაის ფართო ასორტიმენტი.

„პანდემიის პერიოდში შექმნილი სირთულეების მიუხედავად, თიბისის მხარდაჭერით, ჩვენმა გუნდმა მოახერხა არა მხოლოდ ბრენდის შენარჩუნება და ფეხზე დაყენება, არამედ ახალი ფილიალების გახსნაც. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ქუთაისის აეროპორტის ფილიალი, რომელიც დიდი წარმატებით მუშაობს. გარდა ამისა, მივხვდით, რომ ცვლილებები იყო საჭირო ბრენდში, მომსახურებაში, პროდუქციის წარმოებაში, ამიტომ შევუკვეთეთ სოციოლოგიური კვლევები, რომელთა საფუძველზეც დავგეგმეთ და ოქტომბის თვეში დავიწყეთ რებრენდინგი. შეიცვალა ლოგო, ასორტიმენტი კი, განსაკუთრებით საკვების და სნექების მიმართულებით, გაფართოვდა. ბრენდი გაახალგაზრდავდა, ჯანსაღ ცხოვრებაზე, ლანჩზე ორიენტირებული ადამიანებისთვის დავიწყეთ მუშაობა, დავახლოვდით  მოზარდების სეგმენტთან, მოწვეულ ედვაიზორებთან და შეფ მზარეულთან ერთად შევქმენით ახალი სტრატეგია, რომელსაც ნაბიჯნაბიჯ მივყვებით. ეს პროცესი საბოლოოდ იანვარში დასრულდება. შიდა ვიზუალის მხრივ „კოფისტას“ გასართობ და თავშეყრის ადგილად ვაქცევთ, სადაც ყველა მომხმარებელს დემოკრატიული გარემო და გემრიელი ასორტიმენტი დახვდება,“ - ამბობს კოპანია „კოფისტას“ დამფუძნებელი, მიხეილ ფარულავა.

თუმცა „კოფისტა“ მხოლოდ ამ სიახლეებით არ შემოიფარგლება და მომხმარებელს სამომავლო პროექტებსაც უანონსებს: მომავალი წლისთვის უკვე დაგეგმილია რამდენიმე ფილიალის დამატება თბილისში და  „კოფისტას“ გახსნა რეგიონებშც, პირველ ეტაპზე - ბათუმსა და ქუთაისში. 2023 წლის ბოლოსთვის კომპანიის გუნდი მომხმარებელს, „კოფისტას“ ფილიალების 20-მდე გაზრდას ჰპირდება, რასაც  უკვე შემუშავებული ფრენჩაიზინგის მოდელი შეუწყობს ხელს. უახლოესი 5 წლის განვითარების სტრატეგია ფრენჩაიზინგის ქვეშ აქტიურ განვითარებას გულისხმობს,  რაც ბრენდის ქვეშ ობიექტების გახსნას ევროპულ დედაქალაქებშიც მოიაზრებს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:41

    „მარტვილის მარანი“ - მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე...

    დღეისათვის უკვე საკმაოდ ცნობილი, ხარისხით, გემოვნური თვისებებითა თუ დახვეწილი დიზაინით გამორჩეული ბრენდი - „მარტვილის მარანი“ - საქართველოს ბაზარზე 2012 წელს, „ვინო მარტვილეს“...

  • 13:09

    საბურავები 59 ლარიდან - „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზე...

      წლის ნებისმიერ სეზონზე უსაფრთხოდ გადაადგილება თანაბრად მნიშვნელოვანია. ავტომობილის მფლობელებს სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ყველაზე მეტი ყურადღება მისცვეთად ნაწილებ...

  • 12:05

    Forbes Georgia-ს პროექტზე 30 UNDER 30 განაცხადების...

    თიბისისთან პარტნიორობით, Forbes საქართველო წელსაც შეარჩევს ფორბსის 30-წლამდელთა სიას. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია მიმდინარე წლის მაისში გაიმართება. Forbes 30 under 30 2022 პროექტში რეგისტრაცია იანვ...

  • 11:07

    Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა საუკეთესო მომწოდებლად საქართველოში. თიბისიმ აღიარება...

  • 18:14

    ,,ლიბერთი, მასშტაბური პროექტის ,,ახალგაზრდული მეწა...

    ქვემო ქართლის წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა RDYE პროექტის ერთკვირიანი ბიზნეს გადამზადების პროგრამა დაასრულეს. რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანს...

  • 15:29

    სიახლე - ლიბერთის ბანკომატებში Apple Pay-ს და Goo...

    ლიბერთის ბანკომატებში სიახლე დაინერგა - დღეიდან, ბანკომატში ფიზიკური ბარათის მოთავსების გარეშე, Apple Pay-ს ან Google Pay-ს გამოყენებით, ლიბერთის ბარათების მფლობელებს ბანკომატებში ნებისმიერი ოპერაციი...

  • 13:28

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის ...

    ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირება, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესების განათლების ხელშეწყობა — ეს თიბისის მისიაა, რომლის შესასრულებლად, უკვე მეექვსე წელია, პროგრამი...