1 8 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარი ბავშვების უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ზრუნავს

არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“დღის ცენტრი საქართველოში ერთადერთი ადგილია, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები და მოზარდები თერაპიულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის მომსახურებებს უსასყიდლოდ იღებენ.ბენეფიციარების უმრავლესობა სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. მათი ნაწილი, განსაკუთრებული საჭიროებების გამო,საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ სარგებლობს.ბავშვების კომფორტული ტრანსპორტირებისთვის ორგანიზაციას ჰყავს საკუთარი მიკროავტობუსი, რომლის სრულ ტექნიკურ მომსახურებაზე უკვე მეორე წელია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ზრუნავს. 

დღის ცენტრის მიკროავტობუსი სპეციალურსაჭიროებებზეა მორგებული და უზრუნველყოფს ბენეფიციარების ყოველდღიურ ტრანსპორტირებას,როგორც დღის ცენტრამდე და სახლში, ისესხვადასხვა ღონისძიებასა და გასვლით აქტივობაზე. გარდა ამისა, დღის ცენტრის მომსახურება ორჯერად კვებასაც მოიცავს და საკვების ტრანსპორტირებაცამავე მიკროავტობუსით ხდება.

გუჩი თავხელიძე, „პირველი ნაბიჯის“ მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ფონდების მოძიების მენეჯერი:„მიკროავტობუსით ყოველდღიურად 20-ამდებავშვი მოგვყავს დღის ცენტრში. ამ ბავშვებისთვის გამართული ტრანსპორტისარსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ვერ სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და იმის გათვალისწინებით, რომ მათი უმრავლესობა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდანაა, პირადი ტრანსპორტის შესაძლებლობაც არ აქვთ. „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ მხარდაჭერით მუდმივად გვყავს გამართული ტრანსპორტიდა იმის ცოდნა, რომ ბავშვები ყოველდღიურად უსაფრთხოდ და უპრობლემოდ გადაადგილდებიან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

პარტნიორობის ფარგლებში, „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ „პირველი ნაბიჯის“ მიკროავტობუსისგამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო ნებისმიერ მომსახურებას უზრუნველყოფს. ბავშვებისთვის განკუთვნილ ტრანსპორტს საჭირო მომსახურებას პროფესიონალი მექანიკოსები თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ, ევროპული სტანდარტის სერვისცენტრში უწევენ. 

თამარ კიკნაძე, „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ვის, თუ არა ჩვენ,„თეგეტა თრაქ ენდ ბასს“, უნდა ეზრუნა „პირველი ნაბიჯის“ მიკროავტობუსის გამართულობასა და ბენეფიციარების უსაფრთხო გადაადგილებაზე. როგორც კი ორგანიზაციის საჭიროების შესახებ გავიგეთ, მაშინვე ვიგრძენით ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ჩვენს სერვისცენტრებშისრულიად უსასყიდლო მომსახურებაშევთავაზეთ, რაც, თავის მხრივ,  უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია.გვიხარია, რომ ამ ქმედებით წვლილი შეგვაქვს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასადა სოციალურ ინტეგრაციაში“.

მიკროავტობუსი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ზრუნვის კამპანიის შესაბამისად, მთავარი მესიჯით - „ზრუნვა ცვლის სამყაროს“ - გაფორმდა, იმის შესახსენებლად, რომ ხშირად სასიკეთო ცვლილებებისთვის ერთი ადამიანის მცირედი მონდომებაც კი საკმარისია.

ზრუნვის კამპანიის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი“ ერთი წლის წინათშეუერთდა „თეგეტა ჰოლდინგის“ პლატფორმასtegeta.care, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს იმ ორგანიზაციებსა თუ პროექტებს, რომლებიც მწვავე პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ. პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია სასურველი ორგანიზაციის შერჩევა, დონაციის მარტივად გაკეთება და ასე ზრუნვა ბავშვებზე, მოხუცებზე, განათლებაზე, ცხოველებზე, გარემოსა დასიცოცხლეზე. 

---

Tegeta Truck and Bus: „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია 2006 წელს დაარსდა და  ის საქართველოში სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელ უმსხვილეს გერმანულ ბრენდს, MAN-ს, წარმოადგენს.  Tegeta Truck and Bus-ის სერვისცენტრი MAN-ის მიერ არის ავტორიზებული, თანამედროვე დანადგარებითაა აღჭურვილი და მთლიანად  გერმანულ სტანდარტებზეა მორგებული.

კომპანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დედაქალაქში გამართულად მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკის განახლებაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები