0 8 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ბესტი ჯგუფი ბეტონისა და ბეტონის ნაკეთობების ქარხანას აშენებს

ბესტი ჯგუფის ისტორია 2012 წლიდან იწყება. კომპანია უკვე ათი წელია, ბეტონის სამრეწველო იატაკებს აწყობს და ამ სფეროში მომსახურების მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებს. ამჯერად, ბესტი ჯგუფი, თიბისის მხარდაჭერით, ბეტონის საწარმოს აშენებს, რომლითაც იგი კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციას შესთავაზებს მომხმარებლებს. 

 

„ჩვენმა გუნდმა ბეტონის სამრეწველო იატაკებზე მუშაობა ბესტი ჯგუფის დაარსებამდე ბევრად ადრე დაიწყო. 2010 წლიდან კი დავაარსეთ კომპანია, რომელმაც უკვე ასობით პროექტი განახორციელა მთელი საქართველოს მასშტაბით”, — ამბობს ბესტი ჯგუფის დამფუძნებელი, მალხაზ კოხრეიძე.

 

ბესტი ჯგუფმა თავდაპირველად საქმიანობა მხოლოდ ბეტონის სამრეწველო იატაკების მოწყობით დაიწყო, თუმცა მას უკვე ათზე მეტი სერვისი შეემატა, მათ შორისაა იატაკის მოჭიმვა, ბეტონის იატაკის პოლირება და განახლება, დეკორატიული, ბეჭდური თუ კენჭოვანი იატაკის მოწყობა, ტექნიკის გაქირავება და სხვა. ამჯერად კი, ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მუშაობა ბეტონის საწარმოზე დაიწყეს, სადაც სპეციალურად იატაკისთვის შესაბამის ბეტონს მოამზადებენ, ასევე გამოუშვებენ სხვადასხვა სახის ნაკეთობას —  ბორდიურებს, სამშენებლო ბლოკებს, ტროტუარების მოსაწყობ ფილებს და სხვა.

 

„ათწლიანმა მუშაობამ და გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ შეიძლება დანერგო კარგი პრაქტიკა, იმუშაო თავდაუზოგავად, მაგრამ მასალის ხარისხი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია. კონკრეტულად იატაკების მოწყობის შემთხვევაში კი, ჩვენ დამოკიდებული ვიყავით სხვა კომპანიების მიერ მოწოდებულ ბეტონზე. ისინი, მართალია, მაღალი დონის ბრენდებია, მაგრამ ჩვენს სამრეწველო იატაკებს სჭირდებათ ზედმიწევნით ხარისხიანი პროდუქტი, ამიტომაც  გადავწყვიტეთ, მიგვემართა თიბისი ბანკისთვის, აგვეღო სესხი და დაგვეწყო საკუთარ ბეტონის ქარხანაზე მუშაობა”, — აღნიშნავს მალხაზ კოხრეიძე.

 

ბესტი ჯგუფის დამფუძნებელი განმარტავს, რომ ბეტონის ხარისხს მისი შემადგენელი კომპონენტები განსაზღვრავს, კონკრეტულად იატაკებისთვის სპეციალურად შერჩეული ქვიშაა საჭირო. “ჩვენი კონკურენტებიც დაგვეთანხმებიან, რომ ბაზაზე არსებული ბეტონით ხშირად არ გამოდის ისეთი იატაკი, როგორიც საჭიროა — ქვიშა უნდა იყოს ერთგვაროვანი და თუ ასე არაა, იატაკის ხარისხის დონე ქვეითდება. საკუთარი ბეტონის ქარხანა კი საშუალებას მოგვცემს, რომ არა მხოლოდ ჩვენ ვაკეთოთ მაღალი ხარისხის ბეტონის იატაკები, არამედ ამ სფეროში მომუშავე სხვა კომპანიებმაც ისარგებლონ ამ შესაძლებლობით”.

 

აღსანიშნავია, რომ ქარხნის მშენებლობა უკვე დაწყებულია, იანვარ-თებერვალში იგი საჭირო დანადგარებით აღიჭურვება, სრული დატვირთვით კი მარტიდან ამუშავდება. 

 

ჯგუფის გუნდი ათი წლის განმავლობაში 20 ადამიანიდან 120-მდე გაიზარდა, ქარხნის გახსნის შემდეგ კი კომპანია კიდევ 50-მდე ადამიანს დაასაქმებს.

 

ბესტი ჯგუფი პროექტებს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. მათ შორის აღსანიშნავია პროექტები საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე, სავაჭრო ცენტრებში, ბენზინგასამართ სადგურებზე და სხვა. მისი პორტფელი მოიცავს კომპანიებს, როგორებიცაა: აქსის თაუერი, აგროჰაბი, რუსთავის სერვის სამსახურები, კარფური, გასტრონომი, ბრედფილდის საწარმო, სითი მოლი, რუსთავი მოლი, სარაჯიშვილი, შატო მუხრანი, არემჯი და სხვები.  

 

ბესტი ჯგუფს ხარისხის დამადასტურებელი არაერთი სერტიფიკატი აქვს მიღებული, ამასთან კომპანია ხშირადაა წარმოდგენილი ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენებზე. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:18

    ‘მოასწარი ზაფხული’ | ლიბერთის ახალი აქცია არაუზრუნ...

      “მოასწარი ზაფხული”- ლიბერთის ახალი, საზაფხულო აქცია სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო. აქციის ფარგლებში, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ლი...

  • 14:51

    სრულად ელექტრო Volvo EX30 SUV-ის მსოფლიო პრემიერა ...

      შვედური ავტოგიგანტი სრულად ელექტრო Volvo EX30-ის მსოფლიო წარდგენისთვის ემზადება. პრეზენტაცია დღეს მილანში, საქართველოს დროით 15:30-ზე გაიმართება. ახალი მოდელის ხილვა&nb...

  • 14:08

    სპეციალური დეველოპერული შეთავაზება თიბისი კონცეპტი...

      თიბისი კონცეპტი, თიბისის პერსონალურ საბანკო მომსახურებაა, რომლის მიზანია ინდივიდუალურად, უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნას დახვეწილი, მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელიც მათ სურვილებთან, საჭიროე...

  • 12:13

    თიბისის ტექ გუნდი API Days გლობალურ კონფერენციაზე ...

    მსოფლიოს წამყვანი კონფერენციის API Days 2023 წლის სერია ჰელსინკში 5-6 ივნისს ჩატარდა. თიბისის Open API-ს გუნდმა ღონისძიებაზე თიბისის ციფრული გამოცდილება ისეთ საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებს გა...

  • 11:22

    ZEG - Tbilisi Storytelling Festival ...

      8 ივნისს, 18:00 საათზე სტარტს აიღებს ZEG Tbilisi Storytelling Festival-ი - რეგიონში პირველი, ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც Impact Hub Tbilisi-მა და Coda Story-მ 2019 წელს დააარს...

  • 16:07

    რამდენიმე საათი წარდგენამდე - Volvo EX30 SUV -ახალ...

      ახალი Volvo EX30-ის პრეზენტაციამდე ერთ დღეზე ნაკლები რჩება. შვედური ბრენდის მოდელებს შორის ეს იქნება ყველაზე ეკომეგობრული ავტომობილი, რომლის გამონაბოლქვიც მინიმუმამდეა შემცირებული.  კ...

  • 14:21

    თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ბათუმში „გრემო 2023“ გ...

      თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით საქართველოში უძრავი ქონების მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია "გრემო’’ 2023 გაიმართა. უკვე მესამე წელია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია „პრო...