0 2 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

გასულ კვირაში, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების განახლების მხრივ, მხოლოდ სებ-ის საერთაშორისო რეზერვების მონაცემები გამოქვეყნდა, რაც თიბისი კაპიტალის 31 ოქტომბრის ყოველკვირეულ განახლებაში იყო განხილული და ამ კუთხით რაიმე ახალი ტენდენცია არ იკვეთება.

 

ამასთან, გასული კვირა, უფრო საერთაშორისო ბაზრებზე დაფიქსირებული ცვლილებების მხრივ იყო მნიშვნელოვანი. კერძოდ, ამერიკაში ინფლაციის მოსალოდნელზე დაბალი მაჩვენებელი გამოქვეყნდა, რამაც სხვა მაჩვენებლებთან ერთად, დოლარის შედარებითი დასუსტება გამოიწვია.

 

აშშ დოლარში მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების ნაკლები ტემპით გაზრდა, 10 წლიანი განაკვეთის უკვე დაფიქსირებული შემცირება და დოლარის გაუფასურება საქართველოსთვის ცალსახად პოზიტიური განვითარებაა. თიბისი კაპიტალის წინა შეფასებებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ევროს გაძლიერება და დოლარის დასუსტება საბაზო სცენარს წარმოადგენდა. თუმცა, შესაძლოა რეკორდულად ძლიერი დოლარის პერიოდი უფრო ადრე დასრულდეს. ამ მხრივ უკრაინაში არსებული ვითარების თუნდაც ნაწილობრივი და დროებითი მოგვარება, ასევე დოლარის დასუსტების არგუმენტია, განსხვავებით გლობალური რეცესიის რისკებისა, რა შემთხვევაშიც დოლარის პოზიციები, პირიქით, ძლიერდება. 

 

მთლიანობაში, დამატებითი ინფორმაციის ლარის კურსის საპროგნოზო მოდელში ასახვის შედეგად, თიბისი კაპიტალი აუმჯობესებს წლის ბოლოსათვის დოლარი/ლარის დაახლოებით 2.80 ნიშნულის პროგნოზს დაახლოებით 2.70-მდე. ამასთან, მომდევნო წელს, ძირითადად სავარაუდოდ რუბლის შედარებითი დასუსტებისა და საქართველოში დაბალი ინფლაციის გათვალისწინებით, მხოლოდ მცირედით სუსტი ლარი, როგორც ჩანს, საბაზო სცენარია, მომდევნო წლებში დოლართან უკვე უფრო მეტი გამყარებითა და ევროსთან გაუფასურებით.  

 

წარსული დინამიკიდან გამომდინარე, ცნობილია, რომ ევროს გამყარება ლარის გამყარებასაც იწვევს, თუმცა არა თანაბარზომიერად. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ევროს შემდგომი გამყარება სწორედ საბაზო სცენარია, თავისთავად არაა გამორიცხული საერთაშორისო მასშტაბით მოვლენათა უფრო სტრესული სცენარით განვითარება, რაც უკვე მყარი დოლარის არგუმენტია. რა შეგვიძლია ვთქვათ სავალუტო რისკის აღებისას ევრო/დოლარის შესაძლო ოპტიმალური კომპოზიციის კუთხით? აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ თიბისი კაპიტალის ადრინდელი შეფასებები დიდწილად კვლავ ძალაშია. სადღეისოდ დივერსიფიცირება ისევ ოპტიმალური მოჩანს, თუმცა სესხებში დოლარის შედარებით მეტი წილის გათვალიწინებით. 

 

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:33

    თიბისი, Visa და Kovzy E-commerce განვითარების მიზნ...

    „Ecommerce in a box” წარმოადგენს თიბისის, Visa-ს და Kovzy-ის ერთობლივ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საკვები ინდუსტრიის მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების (SME-ების) ხელშეწყობას მათი ონლა...

  • 17:26

    გრეის ჰოპერის ტექ ჯილდოზე რეგისტრაცია 24 მაისამდე ...

    თიბისი წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომლის მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება ტექ სფეროში, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექ...

  • 16:38

    ქართველი და მსოფლიო კინემატოგრაფისტები - პრემია „ე...

    14 ივნისს ნატო ვაჩნაძის მშობლიური გურჯაანი კინოენაზე ახმაურდება. სიმბოლურად, მსახიობის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქალაქი ნატო ვაჩნაძის ფონდის მიერ ახლად დაარსებულ პრემია „ელისოს“ დ...

  • 15:41

    Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულე...

    Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისის მხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მ...

  • 12:11

    „ქოლგა თბილისი ფოტოს“ კვირეული „ვოლვო ქარ საქართვე...

    „ქოლგა თბილისი ფოტოს“ კვირეული წელს უკვე 23-ედ გაიმართა. ხუთი დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა სახელოვნებო სივრცე ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, ვორქ...

  • 16:35

    დღეიდან თიბისის მობაილბანკიდან სხვა ბანკის ბარათებ...

    თიბისის მისიაა, გაუმარტივოს ადამიანებს ყოველდღიურობა, სწორედ ამ მოტივაციით შეიქმნა ფუნქციონალი მობაილბანკში, რომელიც სხვა ბანკის ბარათებზე გადარიცხვას შესაძლებელს ხდის, თანხა კი ბარათზე მომენტალურად ...

  • 16:35

    „ქოლგა თბილისი ფოტო“ იწყება...

     „ქოლგა თბილისი ფოტო“ წელს 23-ედ ჩატარდება და 14-19 მაისს, თბილისის სხვადასხვა სახელოვნებო სივრცეები, ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს უმასპინძლებს. წლე...