1 4 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგურმა ოპერირება დაიწყო

ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგურმა (ახალქალაქი 1 და ახალქალაქი 2) ოპერირება დაიწყო. ჰიდროელექტროსადგური კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგმა - CCEH, კომპანია LANSVIRKJUN-თან ერთად განავითარა. ახალქალაქი ჰესის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი თიბისია, რომლის თანამონაწილეობაც პროექტის ფარგლებში, 9 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

 

ახალქალაქის ჰესი მცირე ზომის, კასკადური ტიპის, მდინარის მოდინებაზე არსებული ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც მდებარეობს მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკადზე, მდინარე კორხზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფლების დილისკასა და კორხთან ახლოს. 

 

ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური, 9.1 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, 2022 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შესულ ჰესებს შორის ყველაზე დიდია, 40 %-იანი წილით დადგმული სიმძლავრის მიხედვით. 2021 წლის მონაცემებით, მისი წილი 50 მილიონი კილოვატსაათი გამომუშავებით მცირე ჰიდროელექტროსადგურების გენერაციაში 6%-ს შეადგენს, ჰიდროელექტროსადგურების სრულ გენერაციაში კი - 0.5%-ს.

 

პროექტის განვითარება ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით წარიმართა. პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა გარემოსდაცვით, სოციალურ და პოზიტიური გავლენის მიმართულებებს.

 

„ჩვენ ვქმნით პრეცედენტებს, თუ როგორ უნდა აშენდეს ევროპული სტანდარტების თანამედროვე ჰიდროელექტროსადგურები. ჰიდროელექტროსადგურის განვითარების შედეგად მიღებული დადებითი ეფექტები ვრცელდება როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, დასაქმებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე, ასევე ჩვენს ინვესტიციებს თან მოაქვთ ცოდნა, კვალიფიკაცია, დასავლური გამოცდილება, საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება, უსაფრთხოების ნორმების დაცვა და მუშაობის კულტურა, რომელიც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის ადგილობრივი მოსახლეობისთვის და აუმჯობესებს მათი ცხოვრების პირობებს“, - მიხეილ ნიბლაძე, CCEH-ის დირექტორი.  

  

“თიბისისთვის, ისევე როგორც ქვეყნისთვის, ენერგეტიკა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორია.  განახლებადი რესურსის ათვისებას კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი წარმატებით უზრუნველყოფს. გვეამაყება, რომ თიბისისა და CCEH-ის მრავალწლიანი თანამშრომლობა ახალქალაქის ჰიდროელექსტროსადგურთან ერთად, ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს აერთიანებს, როგორებიცაა: ლახამი ჰესი და აჭი-ინწობა ჰესი. ზოგადად, თიბისის მიერ, საქართველოს მასშტაბით, ჯამში 31 ჰიდროელექტროსადგურია დაფინანსებული”, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

CCEH საქართველოში 2015 წლიდან ოპერირებს და ქვეყანაში მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებითაა დაკავებული. ამჟამად ფონდის პორტფელში 7 მოქმედი და 2 წინა სამშენებლო ეტაპზე მყოფი ჰიდროელექტროსადურია. თანხაში კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის  აქტივობა ასე გამოიხატება: 150 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიცია. დღევანდელ დღემდე განხორციელებული ინვესტიცია 75 მილიონს შეადგენს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:46

    GITI 2023- 5 დღე ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონ...

    თიბისის მხარდაჭერით, 11-12 დეკემბერს აქსისში საქართველოში კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდება. კონფერენციის მიზანია, საქართველოში მნი...

  • 13:57

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ე...

    ოქტომბრის ეკონომიკის ზრდამ 6.2% შეადგინა. სრული 2023 წლისათვის, საბაზო სცენარი 6.6%-ია. როგორც ჩანს, სამომავლოდ, მიგრაციის ეფექტი კლებადი იქნება, თუმცა ტრადიციული ტურიზმი და სხვა ფაქტორები დადებით როლ...

  • 13:54

    თიბისი ლიზინგი და EFSE საქართველოში მცირე და საშუა...

      თიბისი ლიზინგმა The European Fund for Southeast Europe (“EFSE”)-გან  7 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია თიბისი ლიზინგის უკვე რიგით მეორე წარმატებულ...

  • 13:40

    თიბისის მხარდაჭერით რომში ქართული წიგნის კუთხე გაი...

    თიბისისა და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობის ფარგლებში, ქართველის ემიგრანტებისთვის, რომის ბიბლიოთეკაში, ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა. რომის Biblioteca Enzo Tortora ბიბლიოთეკაში ქართველ ემიგრანტებს...

  • 13:37

    საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფის წევრმა P...

    თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ჯგუფის წევრი საფინანსო ინსტიტუტის, Proparco-ს რეგიონულმა დირექტორმა თურქეთში, კავკასიაში, ცენტრალუ...

  • 15:49

    „ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში...

    თიბისი კაპიტალმა, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, მაკრო-სექტორულ ღონისძიებას უმასპინძლა.   პუბლიკაციში - „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში“ საქართვ...

  • 12:32

    Data Bootcamp-ი ახალი თაობისთვის...

    თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით და თბილისის ტექნოპარკის ორგანიზებით, ახალი თაობისთვის, ტექნოლოგიური ბანაკი Data Bootcamp-ი გაიმართა. Data Bootcamp-ის მონაწილეებმა, მონაცემთა ანალიზის და...