0 5 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, განაგრძობს პროექტების განხორციელების ხელშეწყობას, განსაკუთრებით რეგიონებში. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, გორის რაიონის სოფელ ორთაშენში, საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა. პროექტის ჯამური ღირებულება 1 000 000 ლარია, ბანკის ინვესტიცია კი 250 000 ლარს შეადგენს, რაც საკალმახე ავზების მოწყობას მოხმარდა.

„ჩვენი მეურნეობა 2 ჰა-ზეა გაშენებული და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საკალმახე ავზების მოწყობა შევძელით, სადაც კალმახთან ერთად ზუთხი და ლოქო გვყავს მოშენებული. ასევე, ვაწარმოებთ ხიზილალასაც. ჩვენი ავზის თევზები სპეციალური საკვებით იკვებებიან. ყოველწლიურად 400 000 ცალი თევზის რეალიზაციას ვახდენთ, როგორც ადგილობრივ, ისე თბილისის მაღაზიებში. ასევე, ვაბარებთ ნახევარფაბრიკატების საწარმოებში. სამომავლოდ ვგეგმავთ თევზის საწარმოსა და რესტორნის აშენებას“, - განაცხადა მცირე მეწარმემ, მერაბ ტატუნაშვილმა.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კიდევ ერთ მეწარმეს, რომელიც გორში საკალმახე მეურნეობას აფართოებს. ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ აგრომიმართულების მხარდაჭერას, რადგან მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და რეგიონის ეკონომიკის განვითარებისთვის. ბანკის მიერ გაცემული ფინანსური რესურსი ეხმარება მეწარმეს, არ გაჩერდეს და აძლევს მოტივაციას, კიდევ უფრო გააფართოვოს  ბიზნესი,  ეს კი რეგიონს მეტად  გააძლიერებს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:55

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა - 2022 წლის შეჯ...

    13 კურსი, 100-ზე მეტი ტრენინგი, 13 430 რეგისტრაცია და 5000-ზე მეტი დასწრება – 2022 წელი თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამისთვის გამორჩეული იყო. რიცხვების გარდა, პროგრამის წარმატებაზე დამსწ...

  • 12:43

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გად...

    თიბისი IT აკადემია ყოველწლიურად სრულიად უფასოდ სთავაზობს ნიჭიერ და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებას. 2022 წელს კურსი 180- მა სტუდენტმა დაასრულა. აკადემიაში სტუდენტების 10 ჯგუ...

  • 12:41

    ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას გან...

    ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის მხარდაჭერას ომის დაწყების პირველი დღეებიდან სხვადასხვა აქტივობით გამოხატავს. ზამთრის დადგომასთან ერთად, უკრაინაში ელექტროსადგურების და ელექტროგადამცე...

  • 17:13

    „შენი ოცნების ავტომობილი“ - „ტოიოტა ცენტრი თეგეტაშ...

    ბავშვების წარმოსახვით შექმნილი მომავლის ავტომობილები - სწორედ ამ თემატიკას ეთმობა „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ ხატვის გლობალური კონკურსი, რომელსაც  საქართველოში ბრენდის ოფიციალური...

  • 13:16

    Stockton და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ მუსიკალუ...

    თიბისი კონცეპტის, მასტერქარდისა და Stockton ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში გიწვევთ მუსიკალური სპექტაკლის „ბრუნტეტი - დაბრუნება“ პრემიერაზე. წარმოდგენა, რომელშიც მაყურებლებს საშუალება...

  • 15:46

    თიბისისა და EBRD-ს შორის თანამშრომლობით, რეგიონში ...

    თიბისი ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აგრძელებენ ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას. ამასთან დაკავშირებით, 13 იანვარს&nb...

  • 11:32

    თიბისი USAID-თან და Savvy - სთან თანამშრომლობთ აჭა...

    24-25-26 იანვარს, ქ. ბათუმში, თიბისის სათაო ოფისში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელთათვის სამუშაო სესიები და ინდივიდუალური კონსულტაციები გაიმართება. ბიზნესის მხარდაჭერის პროექტს თიბისი USAID &ndas...