1 2 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქარელში სასათბურე მეურნეობა გაშენდა

საქართველოს ბანკი განაგრძობს აგროსექტორის მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით ქარელში 2 სათბური მოეწყო. მცირე მეწარმეს ზაზა იკოშვილს სეზონის განმავლობაში 15 ტონამდე ბოსტნეული მოყავს, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. 1 ჰა-ზე გაშენებული ორი სათბურის მშენებლობის ჯამური ბიუჯეტი 160 000 ლარია. ბანკის თანამონაწილეობა კი 130 000 ლარს შეადგენს.

 

„საქართველოს ბანკის დახმარებით ქარელში ორი სათბური ავაშენეთ, თუმცა გვაქვს მიმდინარე პროექტი, დამატებით კიდევ ერთი სათბურის მშენებლობის, რომელსაც ასევე ბანკის მხარდაჭერით ვახორციელებთ.  მოხარული ვართ, რომ გვერდით გვიდგას ასეთი ფინანსური ინსტიტუტი და გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო განვითარდეთ. შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და გავაძლიეროთ რეგიონი“,- განაცხადა მცირე მეწარმემ, ზაზა იკოშვილმა.

 

„ჩვენ მუდმივად მხად ვართ, მხარი დავუჭიროთ აგრომიმართულების პროექტებს. ამჯერად ქარელში კიდევ ერთი, რიგით მესამე სათბური გაკეთდება სულ მალე. მისი ჯამური ინვესტიცია 150 000 ლარია, რომელიც სრულად დაფინანსდა ბანკის მიერ და რომლის შედეგადაც მეწარმე დამატებით 20 ტონა მოსავლის რეალიზაციას შეძლებს. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და მომავალშიც განვაგრძობთ აგრო სექტორის მხარდაჭერას“,- განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის ლიბერთის და ივ.ბოკე...

    სს ლიბერთი ბანკსა და სს "ევექსი ჰოსპიტლები“ -  ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, ლ...

  • 11:05

    სტარტაპერი პლატფორმა face2face-თან თანამშრომლობას...

    თიბისის პროგრამა სტარტაპერი ახალი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად სტარტაპერის და პლატფორმა Face2face-ის კოლაბორაციით ინდივიდუალური კონსულტაციების სერია გაკეთდა, რომელშიც პლატფორმაზე წარმოდ...

  • 10:58

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფერ რუისპირში საე...

    საქართველოს ბანკი ტურიზმის სექტორის ხელშეწყობას განაგრძობს და ამ მხრივ ახალი პროექტების განხორციელებას უჭერს მხარს. ბანკთან პარტნიორობით კახეთში,  სოფელ რუისპირში, საერთაშორისო ბრენდის, მერკურის...

  • 10:18

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ კარალეთში 7 ...

    საქართველოს ბანკი რეგიონში აგროპროექტების განხორცილეების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მზნით, გორის რაიონის სოფელ კარალეთში 7- ჰა ზე აგრომეურნეობა გაშენდა. პროექტის ჯამური ღირებულებაა 200 000 ლარ...

  • 18:26

    საქართველოს ბაკნის, USAID-ისა და EFSE Entrepreneur...

    საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად მცირე მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით განხორციელდა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, EFSE Entrepreneurship Acade...

  • 18:24

    თიბისის მხარდაჭერით Tbilisi Open Air ბრუნდება...

    Tbilisi Open Air იწყება! თიბისის მხარდაჭერით, ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი, 2 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. 24, 25 და 26 ივნისს Lisi Wonderland-ში Tbilisi Open Air გაიმართება. &nb...

  • 18:23

    ბიზნეს ინტერნეტბანკს საკრედიტო ხაზის ათვისების ფუნ...

    საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ბიზნეს ინტერნეტბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომლის მეშვეობითაც უკვე შესაძლებელი ხდება ...