0 5 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ერთგული 5 წლისაა

 

ერთგული თიბისის ლოიალობის პროგრამაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ძალიან მარტივად დააგროვოს და დახარჯოს  ქულები 300-მდე ერთგულ ბრენდთან. დაგროვილი ქულების გამოყენება, შესაძლებელია სხვადასხვა შეთავაზებებით სარგებლობისთვისაც. ერთგულით სარგებლობას კიდევ უფრო ამარტივებს ის, რომ 1 ქულა = 1 ლარი.

 

წელს ერთგული დაბადების დღის ნაცვლად, დაბადების თვეს აღნიშნავს. ამ პერიოდში თავს უყრის ერთგული მომხმარებლებისთვის ყველაზე სასურველ და საჭირო ბრენდებს, რომლებთანაც ისინი განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლებლებენ.

 

5 წლის განმავლობაში ერთგულმა 750 000-ზე მეტი უნიკალური, ერთგული მომხმარებელი დააგროვა, რომელთა ინტერესებზე ზრუნვა და მათი ყოველდღიურობის გამარტივება, უმნიშვნელოვანესი საზრუნავია თიბისის გუნდისთვის. ერთგულმა მომხმარებლებმა, ამ დროის მანძილზე, 25 მლნ-ზე მეტი ქულა დააგროვა და 20 მლნ-ზე მეტი ქულა დახარჯა ერთგულის პარტნიორ კომპანიებში.

 

ერთგულის დაბადების თვის შეთავაზებების სანახავად, თვალი ადევნეთ ერთგულის ვებ.გვერდს: https://link.tbc.ge/Ertguli-Bmonth

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები