„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკ...
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
|
თიბისიმ და კომერცბანკმა, ვაჭრობის დაფინანსების ქსელის - Marco Polo-ს საშუალებით, პირველად რეგიონში, ორი სავაჭრო ტრანზაქცია განახორციელეს.
საპილოტე პროექტის ფარგლებში, საქართველოში საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერ „თეგეტა ჯგუფსა“ და ევროპაში საავტომობილო ტექნიკის უმსხვილეს მწარმოებელს „MAN Truck and Bus“-ს შორის, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით, გერმანიიდან საქართველოში სატვირთო ტექნიკის ჩამოტანასთან დაკავშირებული სავაჭრო ოპერაცია განხორციელდა.
თიბისი პირველი ბანკია რეგიონში, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის პროექტებშია ჩართული.
Marco Polo პლატფორმის წევრებს, ვაჭრობასთან და საბრუნავ კაპიტალთან დაკავშირებულ თანამედროვე გადაწყვეტებს სთავაზობს. სისტემა, რომელიც სრულად ეფუძნება ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს, ხელს უწყობს ვაჭრობის მონაწილეებს შორის უწყვეტი კავშირის დამყარებას, ინფორმაციის თავისუფლად მიმოცვლასა და ეფექტურ, მოქნილ თანამშრომლობას.
„ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ძირითად საერთაშორისო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, პარტნიორებს შესაძლებლობას ვაძლევთ წარმატებით განახორციელონ საერთაშორისო ოპერაციები. თიბისის ვაჭრობის დაფინანსების გუნდი, თითოეულ მომხმარებელს და მის ტრანზაქციას ინდივიდუალურად ვუდგებით და ყველაზე მომგებიანი და ნაკლებ რისკიანი სტრუქტურის ჩამოყალიბებაში ვეხმარებით. Marco Polo-ს პლატფორმა, საშუალებას გვაძლევს ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტა შევთავაზოთ, გავუმარტივოთ ცხოვრება და ვაჭრობის დაფინანსებასთან დაკავშირებული პროცესები კიდევ უფრო მოქნილი, მარტივი და ეფექტური გავხადოთ“, - თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის დაფინანსებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის უფროსი.
“Marco Polo პლატფორმის მიზანი სავაჭრო ოპერაციების ხელშეწყობა და პროცესში ჩართული ფინანსური ინსტიტუტებისთვის, მათი კორპორაციული კლიენტებისთვის და ზოგადად, ვაჭრობის ეკოსისტემისთვის - ღირებულების შექმნაა. მოხარულები ვართ, რომ თიბისიმ წარმატებით განახორციელა პლატფორმის სატესტო პროექტი და შედეგად, ხელი შეუწყო თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობის გაზრდას ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში“, - აუტარი მეგლე, TradeIX-ის გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის მმართველი დირექტორი,
“კლიენტების საჭიროებების შესაბამისად, ჩვენი პრიორიტეტია მომარაგების ქსელის მართვის ინოვაციური მეთოდების განვითარება, ასევე პროცესების ავტომატიზაცია და გაციფრულება. Marco Polo-ს ქსელთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ბლოკჩეინის უდიდეს პოტენციალზე გვაქვს წვდომა. ვინაიდან, ვაჭრობის დაფინანსება თიბისი ბანკისა და კომერცბანკის პრიორიტეტული მიმართულებაა, აღნიშნული საპილოტე ოპერაცია ბუნებრივი თანხვედრა იყო“, - ჰანს კრონი, CIS რეგიონალური უფროსი, კომერცბანკი.
„თეგეტა ჯგუფი საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერია რეგიონში. საერთაშორისო ოპერაციები ჩვენი საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და თიბისი ამ მიმართულებით უკვე წლებია თეგეტას საიმედო პარტნიორია. გვიხარია, რომ ბლოკჩეინის ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენების შანსიც პირველებს ჩვენ მოგვეცა, ვინაიდან საერთაშორისო ოპერაციების განსახორციელებლად მარტივი და ეფექტური გზების გამოყენება კომპანიის ბიზნესპროცესებს კიდევ უფრო მოქნილსა და თანამედროვეს ხდის“, - თინათინ ლაბარტყავა, თეგეტა ჯგუფის ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერი.
„ვაჭრობის დაფინანსების პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით, დაინტერესებული ვართ ახალი ტექნოლოგიების დანერგვით. ჩვენ მივყვებით ციფრული განვითარების ტენდენციას. აღნიშნული საპილოტე პროექტის მსგავსი ინიციატივები, ჩვენთვის შესაძლებლობაა რომ ბიზნესპორცესები გავამარტივოთ“, - MAN Truck and Bus.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
1 მაისს, AD BLACK SEA-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი დიზაინის რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს: გრაფიკული დიზაინი, UX/UI , ილუსტ...
Თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის ...
თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება. კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს: საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებსა და ბიზნეს ცენტრს. კომპ...
25-დან 28 აპრილის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით შოპინგისას, დაიბრუნეთ თანხის 20%, მაქსიმუმ 500 ლარი extra.ge -ზე. ქეშბექთან ერთად, მომხმარებელს სააღდგომოდ, განსაკუთრებული ფასდაკლებებიც ...
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება. ღონისძი...
თიბისიმ სარესტორნო ბიზნესში შეკვეთის გადახდის პროცესი გაამარტივა QR-ით გადახდების მეთოდით და მომხმარებლის გამოცდილება გაცილებით მოსახერხებელი და სასიამოვნო გახადა. QR-ით გადახდისას, მომხმარებელ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები