ონლაინ-სათამაშო ბიზნესის პოზიცია მოსალოდნელ რეგულაციებზე
2021-12-02 16:10:34
22 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ონლაინ კაზინოებისთვის ჯერ გადასახადების გაზრდას, რეკლამების აკრძალვასა და მოთამაშეთა ასაკის აწევას, შემდეგ კი მათ საერთოდ აკრძალვას გეგმავდა.
აქედან ერთი კვირის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გავრცელდა ტექსტი, რომ მისი გადაწყვეტილებით ონლაინ კაზინოებს შემდეგი რეგულაციები დაუწესდებოდათ: ონლაინ სათამაშო სექტორის ჯამურად დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 70%-ით; აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს, სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს რომლებიც შემოსავლების სამსახურს მიმართავენ თვითშეზღუდვის მოთხოვნით, ასევე პირებს, რომლებიც მოხვდებიან შავ სიაში ოჯახის წევრების მოთხოვნით სასამართლოს გზით; აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება.
დღეს, სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ (GGA), რომელიც საქართველოში ლიცენზირებული ონლაინ სათამაშო ბიზნესის უმსხვილეს კომპანიებს აერთიანებს, პრესკონფერენცია გამართა. მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა სექტორის პოზიცია დააფიქსირა.
„დღევანდელი მოცემულობით, თუ მთავრობა შეინარჩუნებს ცალმხრივ პოზიციას და არ წამოვა ბიზნესთან კონსტრუქციულ დიალოგზე, იძულებული ვიქნებით, შესაბამისად მოვახდინოთ ხარჯების ოპტიმიზაცია, უარი ვთქვათ მთელ რიგ სოციალურ, თუ სხვა პროექტებზე, მათ შორის, სპონსორობაზე და ვინაიდან გაცხადებული ცვლილებებით აზრი ეკარგება ბიზნესის სპორტულ ნაწილს, ბიზნესი იძულებული გახდება, განიხილოს სპორტის პროდუქტის, ონლაინ ტოტალიზატორის გათიშვის საკითხი“, - განაცხადა მამულაიშვილმა.
თბილისი ჰილსის მულტიფუნქციურ კომპლექსში, ქალაქის ცენტრიდან 15 წუთის გზაზე, თიბისის მხარდაჭერით, ახალი აპარტამენტების მშენებლობა იწყება. ტერიტორიაზე ახალი აპარტამენტების 3 ოთხსართულიანი შენობა ...
„გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში, თიბისის თანამშრომლები, ზესტაფონისა და საჩხერის სკოლებს ესტუმრნენ. მათ სკოლის მოსწავლეებს ფინანსური და ეკონომიკური განათლების, ასევე სამეწარმეო საქმი...
თიბისი, ტრადიციულად, აგრძელებს ბიზნესისთვის ხუთშაბათის შეხვედრებს. მორიგი შეხვედრა 28 მარტს, 20:00 საათზე “ონორეში” გაიმართება. დაინტერესებულ პირებს რიგით მეხუთე ღონისძიებაზე თიბი...
გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ქალაქგარეთ გამსვლელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება და გზებზე მოძრაობაც მეტად ინტენსიური ხდება. სანამ სასიამოვნო დასვენებას დაგეგმავთ, არ დაგავიწყდეთ, რომ შორ გზაზე მგ...
გაზაფხულის დადგომა ყველა ფერმერისთვის ბუნების გამოღვიძებასთან არის დაკავშირებული, იმისათვის, რომ წლის ბოლოს მოსავალი კარგი მიიღო, გადამწყვეტია როგორ დაიწყებ წელს, ამიტომაც საგაზაფხულო სამ...
განაახლე თიბისის ციფრული ბანკი საუკეთესო გზა იმისთვის, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნო ციფრულ ბანკში, არის აპლიკაციის განახლება, რა დროსაც ახლდება უსაფრთხოების სისტემაც. შესაბამისად, რაც ...
„თეგეტა ჰოლდინგი“ გლობალურ გარემოსდაცვით აქტივობას „დედამიწის საათს“ შეუერთდა, რომელიც წელს 23 მარტს აღინიშნა. მთელი საქართველოს მასშტაბით, ჰოლდინგის ფილიალებში 20:30-დან 21:30...
კომენტარები