1 6 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

როგორ იქცა საყვარელი საქმე, მშობლიური მხარის სიმბოლოდ, - 14 წლის გიგა გვაძაბია კლუბ ,,სოხუმის“ მორაგბეა

 

მოგონებები მშობლიურ მხარეზე 14 წლის გიგა გვაძაბიას გულსაც და გონებასაც თანაბარი სიმძაფრით შემორჩა. თვალს დახუჭავს და  საყვარელ სანაპიროს ხედავს. ფიქრობს რომ ზღვას იქ სხვა სუნი აქვს, თითქოს მზეც უფრო თბილი და ნათელია, იქაური სიმწვანეც არასოდეს გახუნდება. სოფელ ბარღევში დაიბადა და გაიზარდა. ყველა კუთხე-კუნჭული, რაც აფხაზეთში მოუვლია, მის მეხსიერებაში ღრმად არის ჩაბეჭდილი და იქაური მაგნოლიებივით, ფერს არც გიგას მოგონებები შეიცვლის.

"აფხაზეთში საოცარი ადგილებია, რომ ნახოთ გაგიჟდებით. ძალიან განსხვავდება სხვა ქალაქებისგან. სოხუმი და გაგრა ძალიან ლამაზია, იქ მირჩევნია იმიტომ რომ იქ ჩემი სოფელია, იქ ჩემი სახლია“.

ახლა ზუგდიდში ცხოვრობს, სახლს სადაც დაიბადა დაახლოებით 100-მდე კილომეტრი აშორებს, მაგრამ მანძილი რა დასათვლელია, როცა საყვარელი საქმით სოხუმის სახელს მუდმივად თან ატარებს. 14 წლის მორაგბე რაგბის კლუბი "სოხუმის“ წევრია.

"6 წელია რაგბიზე დავდივარ. "სოხუმში’’ 5 წლის წინ დავიწყე ვარჯიში. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ვთამაშობ რაგბს და მითუმეტეს რაგბის კლუბ "სოხუმში“,  ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და პატივია“.

პატარაობიდან მიზანდასახული და უშიშარი ბავშვი იყო, ყოველთვის იზიდავდა ეს სპორტი და მიაჩნია, რომ სწორედ იმ თვისებებით გამოირჩეოდა, რაც წარმატებულ მორაგბეს სჭირდება. რაგბი რომ მისი ცხოვრების ნაწილი გახდებოდა იმ დღესვე გადაწყვიტა, როცა  მოედანზე პირველად დადგა ფეხი.

" ბიძაშვილმა შემიყვანა რაგბზე და ბოლომდე უნდა გავაგრძელო, ეს მიზანი დავისახე თავიდანვე. თამაშის დროს რაღაცას რომ იტკენ ტირილი არ უნდა დაიწყო და მოედნიდან არ უნდა გახვიდე, უნდა იბრძოლო ბოლომდე, უნდა ითამაშო. შენსას უნდა მიაღწიო, არ დანებდე, შენი გუნდი და თანაგუნდელები არ უნდა მიატოვო. სანამ სუნთქავ, არ კვდები და უნდა ითამაშო ბოლომდე“.

მიზანი დიდი აქვს. მოლოდინიც. თამაშის წესების ცხოვრებაში გადმოტანას ფიქრობს და სჯერა, რომ ამ გზით ოცნებას აიხდენს.

"ვოცნებობ, რომ საქართველო გაერთიანდეს. მინდა, რომ ჩვენი გუნდი იყოს პირველადგილოსანი. და მინდა, რომ მე პირადად საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში ვითამაშო, შევიძინო დიდი გამოცდილება და მერე დავბრუნდე ჩემ ქვეყანაში. ჩემი ცოდნა გავუზიარო და ვასწავლო აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს. რაგბი არის გუნდური სპორტი და თუ ასე ერთ გუნდად ვიქნებით ცხოვრებაშიც მართლა მჯერა, რომ დავიბრუნებთ აფხაზეთს“.

რაგბის კლუბი "სოხუმი“ 2016 წელს დაარსდა. ვარჯიში, ფორმა, კვება, ტრანსპორტირება, საჭირო ინვენტარი და ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები გუნდის ყველა წევრისთვის უფასოა. კლუბისთვის საჭირო ფინანსების მოძიება დამფუძნებლებს წლების მანძილზე სხვადასხვა ხერხით უწევდათ - 30-ზე მეტი ბავშვით დაკომპლექტებული გუნდი შემოწირულობებით არსებობს. 2021 წლის აგვისტოდან „სოხუმის“ სპონსორი „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ გახდა, რომელიც კლუბის საჭიროებებზე მთელი წელი იზრუნებს და ყველა აქტივობაში აქტიურად იქნება ჩართული.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:13

    PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა ...

    PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად „ქართული ბრენდის დღეზე“ უკვე მეთხუთმეტედ   დასახელდა. „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ 20 იანვარს რეგულაციების სრული დაცვით, ...

  • 11:14

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანში 20 ჰა.-ზე...

    საქართველოს ბანკი მცირე ბიზნესის ხელშეწყობას აგრძელებს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით გურჯაანში 20 ჰა. ფართობზე ვენახი და ხეხილის ბაღები გაშენდა. მეურნეობა საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ვენახებს, ატმ...

  • 11:07

    "ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამ...

    20 იანვარს განახლდა მემორანდუმი, რომელიც ყოველწლიურად ფორმდება "ავერსსა" და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის.   მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" იღებს ვალდებულებას,...

  • 13:29

    აჭარაბეთზე საოცნებო პრიზები თამაშდება! ...

    დიდი მოგების მოედანი არის ყველაზე დიდი აქცია აჭარაბეთის ისტორიაში - საუკუნის გათამაშება ! აქციაში მომხმარებელს დახვდება 120 საოცნებო პრიზი! აქციაში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ აჭარაბეთის რეგისტრი...

  • 15:19

    თიბისის გუნდის საახალწლო ქველმოქმედება #სულშენთანა...

    2022 წლის დადგომა თიბისელებმა სხვებზე ზრუნვით აღნიშნეს. მთელი საქართველოს მასშტაბით თიბისის გუნდის წევრები გაერთიანდნენ ადამიანებისთვის ცხოვრების გასამარტივებლად და მოიძიეს სხვადასხვა ადამიანების თუ ...

  • 14:15

    ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები ...

    საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროებს ხშირად მომავლის დარგებად მოიხსენიებენ, თუმცა თუ გადავხედავთ კაცობრიობის განვითარების ბოლოდროინდელ ტემპებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ STEM ...

  • 12:41

    საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე...

      საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე“ მეექვსე ნაკადის მიღება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 100 საუკეთესო სტუდენტის დასაქმება იგეგმება. წელს ბანკი III-IV კურსის სტუდენტებსა...