1 8 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„აჭარაბეთის’’ საპატიო ელჩი ლაშა შავდათუაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემზე იასპარეზებს

„აჭარაბეთის“ საპატიო ელჩი ლაშა შავდათუაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტი გახდა, რომელიც ოლიმპიადის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია.

 

არაბეთის გაერთიანებულ საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში 26-28 ნოემბერს ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ ერთი ქართველი - ლაშა შავდათუაშვილი მიიღებს. 

 

ლაშა წონაში პირველ ნომრად არის განთესილი და სასტარტო წრეში დაისვენებს, მერვედფინალში კი მოლდოველ ადილ ოსმანოვსა და სწორედ საამიროების წარმომადგენელ საიდ ალ ნაქბის გაეჯიბრება.

 

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ქართველი ძიუდოისტისთვის 2021 წელი ძალიან წარმატებული გამოდგა. მან მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი ვერცხლის მფლობელი გახდა. ამდენად, შავდათუაშვილს კარგი შანსი აქვს, წელი კიდევ ერთი ტიტულით დაასრულოს.

 

მოახლოებულ შეჯიბრში 41 ქვეყნის წარმომადგენელი 225 ძიუდოისტი (137 კაცი+88 ქალი) ჩაებმება. გრანდ სლემი სამ დღეს გასტანს, შავდათუაშვილს კი ტატამზე შაბათს, 27 ნოემბერს ვიხილავთ. ფინალური ბლოკი ყოველდღიურად თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

 

კომპანია “აჭარაბეთისთვის” მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:48

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან....

    ლარის გამყარება წინა კვირაშიც გაგრძელდა, ამჯერად სებ-ის მიერ კიდევ უფრო მასშტაბური ინტერვენციებითაც კი, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად. 1-12 აგვისტოს პერიოდში, სავალუტო აუქციონზე 70 მილიონი აშშ დოლარის...

  • 11:40

    Global Finance- მა საქართველოს ბანკი მომხმარებლისთ...

    Global Finance-მა მსოფლოს მასშტაბით საუკეთესო ციფრული ბანკები გამოავლინა. საქართველოს ბანკი კი საუკეთესო ციფრული შეთავაზების მიმწოდებელ ბანკად დაასახელა ცენტალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჯილდოს მინიჭე...

  • 11:46

    ვერცხლის სამკაულები - time.ge-ს მრავაფეროვანი კოლე...

      ვერცხლის სამკაულები ყველასათვის დროსა და სივრცეში გამოცდილი საყვარელი ნივთებია, განსაკუთრებით ყოველდღიურად სატარებლად.   ვერცხლისფერი, თავისი ნეიტრალური ხასიათით როგორც სადა, მარტივ ვიზუალ...

  • 11:43

    ველი სთორი - დინამიკები დაგეგმილი და დაუგეგმავი წვ...

      როდესაც საქმე დინამიკების შერჩევას ეხება, მხოლოდ მისი ხარისხით არ უნდა იხელმძღვანელოთ. არსებობს რიგი ფაქტორები, რომელებიც მათი ყიდვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.   დინამიკები, გარდა ...

  • 19:08

    გზა წარმატებისკენ - დაიწყე კარიერა თეგეტაში...

    გამოწვევა მათთვის, ვისაც ავტოინდუსტრიაში საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა  სურს. „თეგეტა მოტორსი“, სამუშაოს მაძიებლებს „თეგეტა აკადემიასთან“ ერთად დასაქმების უნიკალურ შან...

  • 16:20

    Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილური აპლი...

    საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა  წელს  23-დ,  მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ციფრული ბანკები დაასახელა. საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაცია კი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევ...

  • 16:17

    შეხვედრა ფოტოგრაფ ჯონ სტენმეიერთან თიბისი კონცეპტშ...

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე ამერიკელ ფოტოდოკუმენტალისტ ჯონ სტენმეიერთან საჯარო შეხვედრას მასპინძლობს. შეხვედრა მარჯანიშვილის 7 ნომერში, 15 აგვისტოს 19:00 საათზე გაიმართება. შეხვედრაზე დამ...