1 6 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით [email protected]ი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 21 ნოემბერს, შატო მუხრანში,  [email protected]ი გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში სპიკერები მსმენელს საკუთარი ინოვაციური ხედვის, პროდუქტის თუ იდეის შესახებ მოუყვნენ. TED-ის მიერ ლიცენზირებული ადგილობრივი ღონისძიება 25 წლამდე ასაკის საინტერესო ადამიანებისა და მათი ორიგინალური იდეების პოპულარიზაციას ემსახურებოდა.

 

ღონისძიების ტრანსლაცია [email protected]ის Facebook-ის გვერდის Live-ის საშუალებით მოხდა. თითოეული გამოსვლის შემდეგ, შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა და მსმენელებს გამომსვლელებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ.

სპიკერები ისეთ თემებს შეეხენ, როგორიცაა: წარმავლობა, საკუთარი თავის ძიება, სამყაროს ინტერპრეტაციის სხვადასხვა გზები, პირადი სივრცის მნიშვნელობა, საკუთარი პროფესიის ძიება და სხვ.

 

სპიკერებს შორის იყვნენ:

·         გიორგი მაჭარაშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტი და მთარგმნელი

·         ტბელ აბუსერიძე - ფოტოჟურნალისტი

·         ქეთა ბაღაშვილი - Beauty Lab-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი და  სოლო მოგზაური

·         რუსუდან ინალიშვილი - პოლიტიკის მეცნიერებების ბაკალავრის სტუდენტი, ქოფირაითერი და პირველი ქართული plus-size ბლოგის შემქმნელი

·         თეიმურაზ თეთრაშვილი - კონტენტ ფროდაქშენ სტუდიო “სამსარას” დამფუძნებელი

„რამდენიმე წელია, სტუდენტური ბარათის ფარგლებში საქართველოს ბანკი [email protected]ს უწევს პარტნიორობას. თანამშრომლობის მიზანი კი სტუდენტებისა და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა, მათი  იდეების მხარდაჭერა და პოპულარიზაციაა. სტუდენტების ხელშეწყობა საქართველოს ბანკის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ  მიმართულებად რჩება. მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რომ კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო რესურსებზე, მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს აღმოჩენების გაკეთება და ახალი შესაძლებლობების პოვნა“,  - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა [email protected]სთვის გვემასპინძლა. პირველად ქართული [email protected]ის ისტორიაში, შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა და მაყურებელი ღონისძიებას Facebook-ის Live-ის საშუალებით დაესწრო. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ბანკს იმისთვის, რომ დაარსებიდან უდგას გვერდით ამ ფორმატს და გვეხმარება ინოვაციების და ინოვატორების პოპულარიზაციაში“, - განაცხადა TEDxTbilisi-ის  დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მერი გაბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, TEDx არაკომერციული ადგილობრივი მნიშვნელობის ინიციატივაა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი TED ბრენდის ლიცენზიის საფუძველზე მოქმედებს.  საქართველოში TEDx ფორმატი 2012 წლიდან ორი ღონისძიებით - TEDxTbilisi (სტანდარტული ღონისძიება) და [email protected] (ახალგაზრდული ღონისძიება) არის წარმოდგენილი. ორივე ღონისძიების მიზანია წარმოაჩინოს ინოვაციური და საინტერესო იდეები/ადამიანები, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ პროგრესსა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის ფორმირებას გლობალურ სივრცეში. ამ მიზნის მისაღწევად მოხალისეთა გუნდი ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს ინტელექტუალურ ფორუმს, რომელზეც სიტყვით გამოდიან ქართველი და საქართველოსთან დაკავშირებული უცხოელი სპიკერები.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:10

    ბილაინისა და უნიქარდის ერთობლივი მობილური თამაში უ...

    საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრის, ბილაინის თამაშების პორტალზე ბილაინისა და უნიქარდის ერთობლივი თამაში „Multiverse Run” გაეშვა.  ახალი თამაშის მეშვეობით აბონენტ...

  • 13:17

    Social Impact Award 2022 შეხვედრა ჟიურის წევრებთა...

    25 მაისს, 15:00 საათზე გაიმართება ონლაინ შეხვედრა პროგრამა Social Impact Award-ის ჟიურის წევრებთან და პროგრამის საორგანიზაციო ჯგუფთან. შეხვედრა დაეთმობა საკონკურსო განაცხადების წარდგენის როგორც ტექნი...

  • 12:50

    ერთგული 5 წლისაა

      ერთგული თიბისის ლოიალობის პროგრამაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ძალიან მარტივად დააგროვოს და დახარჯოს  ქულები 300-მდე ერთგულ ბრენდთან. დაგროვილი ქულების გამოყენება, შესაძლებელი...

  • 10:54

    PSP -ს გუნდი ფუტსალის ლიგის 1/2 ფინალშია!...

    გუშინ, 24 მაისს გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფუტსალში ჩემპიონატის მესამე გადამწყვეტი თამაში, თავდაცვის სამინისტროს კლუბ არმიასა და PSP -ს  გუნდებს შორის. დაძაბულ თამაშში PSP -ემ იმა...

  • 10:38

    თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 26-29 მაისს...

    საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი, ტრადიციულად, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში გაიმართებ...

  • 16:49

    საქართველოს ბანკი Seamless Middle East 2022-ზე წარ...

    საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ტექ-მიმართულებით  ტრანსფორმაციას და სიახლეების დანერგვას განაგრძობს.  ამჯერად ბანკი  გადახდების, ელექტრონული კომერციისა და საცალო ვაჭრო...

  • 13:10

    საქართველოს ბანკი და სავაჭრო პალატა ბიზნესების გაც...

    საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ პროექტში „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ერთვება....