1 7 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო კვირეულს გამართავს

საქართველოს ბანკი „თბილისი - წიგნის მსფოლიო დედაქალაქის“ ფარგლებში ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს. გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წლის აღსანიშნად საიუბილეო კვირეული გაიმართება. დღეს 18 საათზე, ლიტერატურის მუზეუმის ორგანიზებით, ახალი ექსპოზიცია გაიხსნება, ხოლო 20 ნოემბერს  პოეტის საიუბილეო საღამო გაიმართება.

 

გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წლის საიუბილეო გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პოეტის ფოტოები, ლექსების ავტოგრაფები, ავტობიოგრაფიული ჩანაწერები, ნაწყვეტები დღიურიდან, პირადი წერილები, განცხადებები, ნახატები, მემორიალური ნივთები, აფიშები, პირადი წიგნები და ჟურნალ-გაზეთები. ექსპონატთა შორის იქნება მოსე თოიძის, გრიგოლ მესხის, ირაკლი თოიძის, თეოდორე ჩუდეცკის, ლევან ცუცქირიძის, მამია მალაზონიასა და გიგლა ფირცხალავას მიერ შესრულებული პორტრეტები. ასევე,  ლექსების ილუსტრაციები და კარიკატურები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იაკობ ნიკოლაძის მიერ შექმნილი გალაკტიონის ბიუსტი.

 

ექსპოზიცია გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ქრონოლოგიურად ასახავს: ბავშვობას, სტუდენტობას, პირველი წიგნის გამოცემას. დამთვალიერებელი ასევე იხილავს  მასალას მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლის (ამჟამად, პოეტის სახლ-მუზეუმი) შესახებ, აფხაზეთში, ჩარგალში, მესხეთ-ჯავახეთსა და ვანში მოგზაურობაზე.   

 

გამოფენის ფარგლებში, ნაჩვენები იქნება გალაკტიონ ტაბიძის პირადი და საჯარო ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა.

 

20 ნოემბერს, 19 საათიდან კი, გუდიაშვილის მოედანზე, საიუბილეო საღამო გაიმართება, რომელიც სტუმრებს გალაკტიონის შემოქმედებას, როგორც ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის შთაგონების წყაროს, გააცნობს.

 

საღამოს ვახტანჯ ჯავახაძე, ნინო კასრაძე, ლაშა ბაქრაძე და ნესტან ნენე კვინიკაძე წაუძღვებიან.  ისინი მოგვითხრობენ გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან და უცნობ დეტალებზე.  წაიკითხავენ ნაწყვეტებს მისი შემოქმედებიდან.

 

სცენას გალაკტიონის საარქივო ფოტომასალის ინსპირაციით, მხატვარ გიორგი ჯინჭარაძის მიერ შექმნილი ილუსტრაციები გააფორმებს. საღამოს რეჟისორი დავით საყვარელიძეა, მუსიკოსები კი დავით ევგენიძე, ეკო დეისაძე, ანუშკა ჩხეიძე, სანდრო (ბიბიჩა) კვაჭაძე და ცოტნე ზედგინიძე.

 

ინფორმაციისთვის, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომლის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია. პროექტი თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:17

    საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმას უკვე 10...

    საქართველოს ბანკი ახალი, ტექნოლოგიური შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. “Galt & Taggart”-თან და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა “DriveWealth”-თან პარტნიორ...

  • 15:10

    ბილაინისა და უნიქარდის ერთობლივი მობილური თამაში უ...

    საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრის, ბილაინის თამაშების პორტალზე ბილაინისა და უნიქარდის ერთობლივი თამაში „Multiverse Run” გაეშვა.  ახალი თამაშის მეშვეობით აბონენტ...

  • 13:17

    Social Impact Award 2022 შეხვედრა ჟიურის წევრებთა...

    25 მაისს, 15:00 საათზე გაიმართება ონლაინ შეხვედრა პროგრამა Social Impact Award-ის ჟიურის წევრებთან და პროგრამის საორგანიზაციო ჯგუფთან. შეხვედრა დაეთმობა საკონკურსო განაცხადების წარდგენის როგორც ტექნი...

  • 12:50

    ერთგული 5 წლისაა

      ერთგული თიბისის ლოიალობის პროგრამაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ძალიან მარტივად დააგროვოს და დახარჯოს  ქულები 300-მდე ერთგულ ბრენდთან. დაგროვილი ქულების გამოყენება, შესაძლებელი...

  • 10:54

    PSP -ს გუნდი ფუტსალის ლიგის 1/2 ფინალშია!...

    გუშინ, 24 მაისს გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფუტსალში ჩემპიონატის მესამე გადამწყვეტი თამაში, თავდაცვის სამინისტროს კლუბ არმიასა და PSP -ს  გუნდებს შორის. დაძაბულ თამაშში PSP -ემ იმა...

  • 10:38

    თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 26-29 მაისს...

    საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი, ტრადიციულად, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში გაიმართებ...

  • 16:49

    საქართველოს ბანკი Seamless Middle East 2022-ზე წარ...

    საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ტექ-მიმართულებით  ტრანსფორმაციას და სიახლეების დანერგვას განაგრძობს.  ამჯერად ბანკი  გადახდების, ელექტრონული კომერციისა და საცალო ვაჭრო...