1 0 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ჯი ემ სი“ საქმიანობას აფართოვებს

 

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის საიმედო მხარდამჭერი,  აგრძელებს ბიზნესის წახალისებას.  ამჯერად,  საქართველოს  ბანკთან პარტნიორობით  „ჯი ემ სი“  მეტალის კონსტრუქციების, კერძოდ  მშენებლობისათვის საჭირო სხვადასხვა ზომისა და სირთულის მეტალის სამშენებლო კონსტრუქციების  წარმოებას იწყებს. კომპანია  გეგმავს წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე. პროექტის ჯამური ოდენობა  5 800 000 ლარია. ბანკის მხრიდან გამოყოფილი ინვესტიცია კი    4 060 000 ლარს შეადგენს. 

 

„მოხარული ვართ, რომ ჩვენს ახალ წამოწყებაში გვერდით გვიდგას  ისეთი ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, როგორც საქართველოს ბანკია. მოგეხსენებათ, რომ  "ჯი ემ სი“ წარმოადგენს მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებულ კომპანიას საქართველოში, რომლის ძირითად საქმიანობას დღეისათვის წარმოადგენს ცნობილი ბრენდების მიერ მაღალი ხარისხით წარმოებული ქვის სამსხვრევი,  ბეტონის მწარმოებელი მანქანა-დანადგარებისა და მათი სათადარიგო ნაწილების იმპორტი, ასევე ლითონის ბადეების ადგილობრივი წარმოება. ახალი პროექტის ფარგლებში კი ვიწყებთ სხვადასხვა ზომისა და სირთულის მეტალის სამშენებლო კონსტრუქციების წარმოებას. თუმცა, ჩვენ ამით არ ვჩერდებით და ასევე ვგეგმავთ ზემოთ ხსენებული მანქანა-დანადგარებისათვის საჭირო მექანიზმების ადგილზე წარმოებას“,- განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ბადრი ხიმშიაშვილმა.

 

„სასიამოვნოა, როცა ვხედავთ თუ როგორ ფართოვდება ჩვენი მხარდაჭერით კიდევ ერთი ბიზნესი. კომპანია "ჯი ემ სი“ წარმოადგენს კომპანიას, რომლის ძირითად საქმიანობას დღეისათვის წარმოადგენს ცნობილი ბრენდების მიერ მაღალი ხარისხით წარმოებული პროდუქციის იმპორტი და რეალიზაცია. ერთობლივი ძალისხმევით კი კომპანიამ ახალი საქმიანობის წამოწყება შეძლო, რაც ნიშნავს კიდევ უფრო ძლიერ ბიზნესს, ახალ სამუშაო ადგილებსა და ეკონომიკის გაჯანსაღებას. წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას სამომავლო გეგმებში“.- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:50

    „აჭარაბეთის’’ საპატიო ელჩი ლაშა შავდათუაშვილი აბუ...

    „აჭარაბეთის“ საპატიო ელჩი ლაშა შავდათუაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტი გახდა, რომელიც ოლიმპიადის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია.   არაბეთის გაერთიანებულ ...

  • 16:05

    საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 26 ნოემბ...

    საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობს.  ჩვენი ქვეყნის მეტოქეები  G ჯგუფში უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია და&nb...

  • 14:44

    თიბისელები ინოვაციური იდეებით - გაიცანით სტარტაპ დ...

    დღეს ციფრული სერვისების, აპლიკაციებისა და ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია. თანამედროვე ადამიანები ცხოვრებისეული რუტინის გამარტივებაზე მუდმივად ფიქრობენ, თუმცა ნებისმიერ კარგ იდეა...

  • 14:17

    საქართველოს ბანკი საქართველოს კალათბურთის ეროვნული...

    საქართველოს ბანკი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მთავარი პარტნიორი გახდა. მხარეებს შორის 4 წლიან ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა. საქართველოს ბანკი თანამშრომლობის ფარგლებში, 2025 წლის ჩათ...

  • 10:53

    Black Friday-ის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“ ...

    26-30 ნოემბერს თეგეტა მოტორსი Black Friday კვირეულის ფარგლებში ავტომომხმარებელს სერვისსა და პროდუქტებზე 30%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. ეს საუკეთესო დროა რომ ავტომობილი გამართო და ზამთრისათვის მოამზად...

  • 18:37

    Toyota bZ4X-ის მსოფლიო პრემიერა...

      ტოიოტა მომხმარებელს ახალი სერიის პირველ მოდელს - ნულს მიღმა (bZ) აკუმულატორიან ელექტრო ავტომობილს (BEV) - bZ4X-ს წარუდგენს.   bZ4X არის პირველი მოდელი, რომელიც ტოიოტამ სრულად ელექტრო ავტომ...

  • 18:09

    რაგბი, როგორც ცხოვრების წესი - 14 წლის ბიჭის ოვალუ...

      ზუგდიდში და-ძმასთან დედასთან, მამასთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობს. უყვარს სპორტი და  გატაცებით ისმენდა ხოლმე ისტორიებს რაგბის კლუბ "სოხუმის“ შესახებ, რომელსაც ნათესავი ხშირად უყვებო...