1 6 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კომპანია „სოკარის“ განცხადება

სააგენტო კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ რეპორტაჟს.

2 აგვისტოს, „ტვ პირველის" საინფორმაციო გამოშვებაში კომპანია „სოკარი" ნახსენები იყო აზერბაიჯანელი ბლოგერის, ჰუსეინ ბაკიხამოვის საქმესთან დაკავშირებით. ჟურნალისტი მძიმე ბრალდებითა და კითხვებით მივიდა კომპანიის სათავო ოფისში და დაცვის სამსახურს „სოკარის" ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა სთხოვა. თუმცა, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მას არ მოუმართავს „სოკარის" მარკეტინგის სამსახურისთვის, რომელიც პასუხისმგებელია ჟურნალისტებთან კომუნიკაციაზე. „სოკარს" არაერთხელ ჰქონია საქმიანი ურთიერთობა როგორც ტვ პირველთან, ისე - სხვა მედიებთან და კომპანიასთან დაკავშირება პრობლემა არასდროს ყოფილა. სამწუხაროდ, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ჟურნალისტმა თავი აარიდა შესაბამის დეპარტამენტთან კონტაქტს და მიმართა დაცვის რიგით თანამშრომელს, რომელსაც შვებულებაში მყოფ ხელმძღვანელ პირებთან დაკავშირების საშუალება არ აქვს.

„სოკარის" მმართველი პოზიციის თანამშრომლები ამ ეტაპზე მართლაც არ იმყოფებიან ადგილზე, თუმცა, მარკეტინგის სამსახურისათვის მიმართვის შემთხვევაში, მათთან კომუნიკაცია არ იქნებოდა პრობლემა.

იმისათვის, რომ არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები, გვსურს გამოვეხმაუროთ „ტვ პირველის" ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებს. კომპანიის ხელმძღვანელობას მომხდართან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვს. ამ ტრაგედიის შესახებ მედიისგან გავიგეთ. ასევე, ტელევიზიით მოვისმინეთ ბრალდებაც, რომ კომპანია „სოკარის" თანამშრომელი, რომლის სახელი და გვარი არ სახელდება, შესაძლოა რაიმე კავშირში იყოს მომხდართან. თუკი მედიის წარმომადგენლებს აინტერესებთ, არის თუ არა კონკრეტული ადამიანი „სოკარის" თანამშრომელი საქართველოში, მისი სახელისა და გვარის მოწოდების შემთხვევაში, ამ ინფორმაციის გადამოწმება მარტივად შეგვიძლია.

ვწუხვართ, რომ „ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურმა, დაუსაბუთებელი ბრალდების ფონზე ამ ფორმით გადაწყვიტა კომპანია „სოკართან" კომუნიკაცია. იმედს გამოვთქვამთ, რომ შემდეგში, ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, მედია დაუკავშირდება მარკეტინგის სამსახურს, რომელიც მათ ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:55

    ქალი მექანიკოსი სატვირთოების სამყაროში ...

    ამას წინათ ჰკითხეს - „ქალისთვის შესაფერისი საქმის კეთება როდის უნდა დაიწყო და "კლუჩების" ტრიალს თავი როდის უნდა დაანებოო?" ჩემზე უკეთესი საქმის კეთებას თქვენ რომ დაიწყებთ, მერეო - ასე დიპლომატიუ...

  • 13:23

    SOLO-სა და დეველოპერული კომპანია „რედ-კო“-ს ერთ...

    დეველოპერული კომპანია „რედკო", SOLO-სთან პარტნიორობის ფარგლებში, ერთობლივი აქციის შესახებ აცხადებს. SOLO მომხმარებელი, ვინც 1 ნოემბრამდე შეიძენს აპარტამენტს ციხისძირში Bamboo Beach-ში თეთრი კარკ...

  • 10:46

    TBCPayments.ge - ონლაინ პლატფორმა, რომელიც შესაძლე...

    პლატფორმა Tbcpayments.ge, რომელიც თიბისიმ სპეციალურად მეწარმეების მხარდასაჭერად შექმნა, ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს დისტანციურად დანერგონ და მართონ მათ ბიზნესზე მორგ...

  • 15:36

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სტუდენტებისთვის ლიტ...

    საქართველოს ბანკისა და „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა გრძელდება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ თანამშრომლობით, საქართველოში ...

  • 14:16

    თიბისისა და სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყო...

    გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საშრობი და მარცვლეულის შესანახი კომპლექსი - შპს „სართიჭალის საშრობი" თიბისისა და სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით...

  • 11:02

    დღეს, 22 სექტემბერს, მაგთი იუბილარია! ...

    ამ დღეს მაგთი მიღწევებით ხვდება - 3 მილიონზე მეტი მომხმარებლით, ტრადიციულად, ტელესაკომუნიკაციო ბაზრის ლიდერია, რაც ნიშნავს, რომ ყველაზე მეტი ირჩევს მაგთის მობილურ თუ ფიქსირებულ ქსელს, ინტერნეტსა და ტე...

  • 15:01

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ვაინ კახეთმა“ თელა...

    საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, „ვაინ კახეთი“ წარმოებას აფართოებს. ახლახან, კომპანიამ თელავში 1 ჰა.  ფართობზე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოს მშენებლობა დაასრულა. პროექტის...