1 6 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს

თასი, რომელიც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის EURO 2020-ის გამარჯვებულს გადაეცემა, უკვე ბაქოშია. აზერბაიჯანის დედაქალაქში მატჩები EURO 2020 თასის რაუნდის ფარგლებში მიმდინარე წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის თასი, რომელიც ბაქოში 7-დან 9 მაისამდე იქნება გამოფენილი, დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს გადასცეს. მოგვიანებით კი EURO 2020-ის ჯილდო ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მიიტანეს. სპეციალური ფოტოსესია მოეწყო გობუსტანის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ნაკრძალში, იჩერი შეჰერის სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულ ნაკრძალში, ჰეიდარ ალიევის ცენტრში, ათეშგაჰის ტაძარსა და ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე. ფოტოსესიების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის თასი, UEFA EURO 2020-ის მასკოტის, სკილზის თანხლებით, ბრენდირებული ავტობუსით ბაქოს სხვადასხვა გამზირსა და ქუჩაზე ჩამოატარეს, სადაც ბაქოს მოქალაქეებსა და ქალაქის სტუმრებს მისი ხილვის საშუალება მიეცათ. ბაქოს შემდეგ თასს დანიის დედაქალაქში, კოპენჰაგენში გადაიტანენ. აღსანიშნავია, რომ EURO 2020-ის თამაშები, ევროპის ჩემპიონატის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. მათ შორის, A ჯგუფის 3 თამაში და მეოთხედფინალის ერთი მატჩი ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება. 12 ივნისს ბაქო უელსი-შვეიცარიის, 16 ივნისს თურქეთი-უელსის, ხოლო 20 ივნისს შვეიცარია-თურქეთის მატჩს უმასპინძლებს. მეოთხედფინალის შეხვედრა კი ბაქოში 3 ივლისს გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:04

    „თეგეტამოტორსი“ მომხმარებლებს ზაფხულის საბურავებზ...

      „თეგეტა  მოტორსი“  ზაფხულის საბურავებზე მომხმარებელს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.  შეთავაზების ფარგლებში, 30 ივნისის ჩათვლით მომხმარებელი თეგეტას ნებისმიერ სერვი...

  • 13:30

    საქართველოსბანკში ფულად გზავნილებზე განსაკუთრებული...

    საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს ფულადიგზავნილების კონვერტაცია განსაკუთრებულიკურსით შესთავაზა. უფრო კონკრეტულად კი, ს...

  • 13:12

    თიბისი კონცეპტი მომხმარებელს ახალ ნაკრებს - “კონც...

    თიბისი კონცეპტი მომხმარებელს ახალ ნაკრებს - "კონცეპტ 360"- სთავაზობს. ნაკრები განკუთვნილია, მათთვის, ვისაც ესაჭიროება კიდევ უფრო მეტი ფინანსური ინსტრუმენტი, გაუმჯობესებული შეთავაზებები და დამატებითი...

  • 12:11

    მაგთიკომის განცხადება...

    2021 წლის 15 ივნისს მაგთიკომმა საქართველოს პარლამენტს ღია წერილით მიმართა, რომელშიც ასახული იყო მაგთიკომის საჯარო განცხადებები -საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ არაკომპე...

  • 10:17

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „აქვა გეომ“ წარმოებ...

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კიდევ ერთი ბიზნესი გაფართოვდა. ბანკთან პარტნიორობით„აქვა გეომ", რომელიც 2011 წლიდან წყლის მოპოვება-ჩამოსხმას და რეალიზაციას ეწევა, საწარმოო ხაზიგააფართოვა. &bdquo...

  • 17:14

    ევროპის მოედანზე 2021 წლის სეზონის Jr.NBA-ს კენჭის...

    ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA),  საქართველოში ამერიკის საელჩოსა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება ჯუნიორ NBA-ს ლიგა, ...

  • 16:13

    საქართველოსბანკის მხარდაჭერით წიგნის ფლიმარკეტი გა...

    საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, მზიურის პარკში„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პირველი წიგნის ფლიმარკეტი გაიმართა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ,ერთმანეთისთვის გ...