1 4 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „ბიუთი ბარმა“ ბიზნესი გააფართოვა

21-ე საუკუნეში თავის მოვლა დიდ თანხასთან და ძალისხმევასთან აღარ არის დაკავშირებული. ამას თავის მოვლის საშუალებების ფართო არჩევანი და ხელმისაწვდომობა განაპირობებს. „ყველა იმსახურებს სილამაზეს“ - ეს „ბიუთი ბარის“, 2019 წელს დაარსებული თავის მოვლის საშუალებების ქართული კომპანიის სლოგანია, რომელიც კომპანიის მიდგომას სრულყოფილად გამოხატავს. „ძალიან მინდოდა, რომ სლოგანი ეფექტური ყოფილიყო და ჩვენი კონცეფციაც მკაფიო გაეხადა, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ბექა ყულიაშვილი, – სლოგანის ქვეტექსტი იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენი ბიზნესი ნებისმიერზეა მორგებული – ყველა ასაკის, სქესის, ფინანსური შესაძლებლობისა და გემოვნების ადამიანზე”. 

თავდაპირველად „ბიუთი ბარი“ აზიურ პროდუქციას აწვდიდა მომხმარებელს – ჩინურ, კორეულ და ტაილანდურ კანის მოვლის საშუალებებს, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ კორეული კოსმეტიკის ხაზის გაძლიერება გადაწყდა. კორეულ კოსმეტიკაზე მოთხოვნა და კორეული სილამაზე, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ხსნის, უახლესი ტრენდია. ამას სამი მიზეზი განაპირობებს: კორეელების გარეგნობა – ლამის განურჩევლად ყველა კორეელის ახალგაზრდული, ჯანსაღი კანი, რაც ადგილობრივი კანის მოვლის საშუალებების დამსახურებაა, პროდუქციის ხარისხით ევროპულ ბრენდებთან კონკურენციის უნარი და ევროპაში ნაკლებად ცნობილი მცენარეული თუ ცხოველური ინგრედიენტები (მაგალითად, აზიური ცენტელა ან ლოკოკინა), რომლებიც კორეულ კოსმეტიკას გამორჩეულს ხდის. 

„ჩვენთან არის მხოლოდ სახის და თმის მოვლა. ერთჯერადი ნიღბებიდან დაწყებული პრემიუმ ხაზით დამთავრებული. კორეელებს აქვთ ზოგადი რუტინა, რომელიც ათი საფეხურისგან შედგება. ჩვენ ვასწავლით მომხმარებლებს, რა თანმიმდევრობით და როგორ გამოიყენონ პროდუქცია, რა პროდუქტს რა დანიშნულება აქვს და რომელ შემთხვევაშია უმჯობესი მისი ხმარება“. 

მართალია, კომპანია კორეული კოსმეტიკის ქართულ ბაზარზე შემოტანის პიონერი არაა, მაგრამ სახისა და თმის მოვლის კორეული საშუალებების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი სწორედ „ბიუთი ბარშია“. აქ მისულ მომხმარებელს,  შეუძლია დასვენება, ყავის მირთმევა და, რაც მთავარია, კვალიფიციური კონსულტაციის მიღება. 

პანდემიამდე კომპანია მხოლოდ ფეისბუქის მეშვეობით ყიდდა პროდუქციას, პანდემიამ კი ბევრი რამ შეცვალა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო თიბისი ბიზნესისა და VISA-ს ერთობლივი პროექტი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ელექტრონული კომერციის დაწყებაში მხარდაჭერას ითვალისწინებდა. 

„პანდემიამ მოთხოვნა გაზარდა. შესაბამისად, საჭირო გახდა ოპერაციების გამარტივება, რადგან ფეისბუქზე შეკვეთა და კითხვა-პასუხი დიდ დროს მოითხოვდა. თავიდან სხვდასხვა მზა პლატფორმები ვცადეთ, თუმცა მალევე b2c-ს რეკლამას წავაწყდით. იდეა მოგვეწონა, მითუმეტეს, ჩვენგან ეს ხარჯს არ მოითხოვდა და მოტივაციაც მოგვემატა. რამდენიმე დღეში დამიკავშირდა b2c-ის წარმომადგენელი. ორ ღამეში უკვე ავაწყვეთ საიტი. თიბისის სერვისში ოცდაათი პროდუქტის დასურათებაც შედიოდა და ესეც ძალიან წაგვადგა“. 

გამართულმა პლატფორმამ და გაზრდილმა ონლაინ ვაჭრობამ ბიზნესის განვითარებას საგრძნობლად შეუწყო ხელი – სულ მალე „ბიუთი ბარი“ უკვე მეორე მაღაზიის გახსნას გეგმავს. 

„თიბისი ბიზნესმა ბიზნესების მხარდაჭერის ეს პროექტი პანდემიის პერიოდში დაიწყო, რადგან ნათელი გახდა, რომ ონლაინ ვაჭრობაზე მოთხოვნა დღითი დღე უფრო იზრდებოდა. ონლაინ მაღაზიის შექმნის მიზანი პროცესების ავტომატიზაცია და მომხმარებლისთვის პროდუქტის ონლაინ ყიდვის გაიოლება იყო, რაც წარმატებით განახორციელა ბევრმა კომპანიამ. ახალი პლატფორმის მეშვეობით საგრძნობლად იზოგება ადამიანური რესურსი და დრო,“ - ნათია ვაჭარაძე, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი.  

პროექტი „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“ თიბისის და VISA-ს ერთობლივი წამოწყებაა და ის ბიზნესებისთვის ელექტრონული კომერციის გამართვაში მხარდაჭერას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები