1 5 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ენკა რინიუებზის“ ახალი დირექტორი - კაშხლისა და ძირითადი ობიექტების მშენებლობა არ დაიწყება მანამ, სანამ არ მოხდება კვლევების ვერიფიკაცია

„ჩვენ, ამ ეტაპზე, ვახორციელებთ მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს. ძირითადი ობიექტების მშენებლობა, რომელთა მიმართაც არსებობს კითხვები - იქნება იქნება კაშხლის ტანი თუ სხვა, არ დაიწყება მანამ, სანამ არ მოხდება ჩვენს ხელთ არსებული კვლევების ვერიფიკაცია,“ - განაცხადა ნამახვანი ჰესის ინვესტორი ნორვეგიულ-თურქული კომპანიის „ენკა რინიუებზის“ ახალმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ ჟურნალისტებთან საუბარისას. დღეს ის, როგორც კომპანიის მენეჯერი, მოვალეობის შესრულებას შეუდგა.  

„დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. როგორც გუნდის ახალი წევრი, ვუერთდები ჩემს კოლეგებს და მინდა მოვინახულო ყველა ის ადგილი, სადაც წინამოსამზადებელი სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს,“ - განაცხადა მერაბ ლომინაძემ. მან ხაზი გაუსვა იმ გარემობას, რომ ჰესის ძირითადი ობიექტების, მაგალითად, კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა ყველა სათანადო კვლევის გადამოწმების გარეშე არ დაიწყება. „ჩვენ, კომპანიამ, სრული მზაობა განვუცხადეთ იმ ინიციატივას, რომლებიც გამოთქმული იყო ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას გარე ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფი. ის შეისწავლის ყველა იმ დასკვნასა და მასალას, რომელიც ჩვენ ხელთ გვაქვს ამ პროექტის განხორციელებისთვის,“ - განაცხადა „ენკა რინიუებზის“ ახალმა დირექტორმა. 

მერაბ ლომინაძის განცხადებით, ნამახვანი ჰესის პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმერეთის რეგიონისა ან წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. „ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული ამ პროექტზე. ყველა დიდი იმედით შევცქერით მიმდინარე პროცესებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იმ ადამიანთან, ვისაც კითხვის ნიშნები აქვს პროექტის მიმართ, მისი მნიშვნელობის მიმართ, შევძლებთ საერთო ენის გამონახვას, ასევე საერთო მიზნების დასახვასა და შემდგომ მათ შესრულებას,“ - აღნიშნა მან. 

მერაბ ლომინაძემ მაგალითად მოიყვანა სოციალური პროექტები, რომელთაც კომპანია „ენკა რინიუებზი“ რეგიონში უკვე ახორციელებს, მათ შორის, მეთაფლეობისა და მეღვინეობის მხარდაჭერის მიმართულებით. „ჩვენ მზაობას გამოვთქვამთ, რომ გავაფართოვოთ სოციალური პაკეტები, გავაფართოვოთ ჩვენი ქმედებები ხეობის მცხოვრებთა მხარდაჭერის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხეობის თითოეულმა მაცხოვრებელმა იგრძნოს ის სიკეთე, რომელსაც ეს ჰესი მოუტანს არა მარტო ქვეყანას, არამედ უშუალოდ ამ ხეობასაც. სამომავლოდ ჩვენ უფრო მეტად გავაქტიურდებით სოციალური პროექტების მხარდაჭერის კუთხით,“ - განაცხადა კომპანიის დირექტორმა. მისი თქმით, თუკი აქამდე სოციალური პროექტების შერჩევას კომპანია თავად ახორციელებდა, ახლა მხარდასაჭერი პროექტები ადგილობრივი მოსახლეების ჩართულობით გამოვლინდება.

„ჩვენ დაველაპარაკებით ყველა მხარეს, რომელიც ჩართულია ამ პროექტში. ჩვენ მზად ვართ ამისთვის და ყველას მოვუწოდებთ, პირველ რიგში, დიალოგის ფორმატში გავმართოთ დისკუსიები პროფესიონალურად, ყოველგვარი ემოციისა და სპეკულაციის გარეშე,“ - მიმართა „ენკა რინიუებზის“ ახალმა დირექტორმა ჟურნალისტებს და იმ ადგილების დასათვალიერებლად მიიწვია, სადაც ჰესის წინამოსამზადებელი სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:27

    ვარლამ გოლეთიანი კერძო საკუთრების წინააღმდეგ? „მიწის საკითხი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია თურქული...

  • 15:36

    ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვე...

    დღეს ლიბერთი ბანკსა და ნიუ ვიჟენ დაზღვევას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მომხმარებლისთვის სადაზღვევო და საბანკო პროდუქტების გამარტივებულ შეთავაზებას ითვალისწინებს.    ...

  • 16:07

    აჭარაბეთის მხარდაჭერით გაიმართა ინტეგრირებული ბოუ...

       აჭარაბეთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივის“ და პროექტის “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა”, ფარგლებში გაიმართა აფხაზეთის ომის გმირის&nb...

  • 18:13

    ქარბოქს პლუსი - სასაჩუქრე ნაკრები ყველა ავტომფლობე...

    სასაჩუქრე ნაკრები ქარბოქს პლუსი უკვე ყველა ავტომფლობელისთვის არის ხელმისაწვდომი! კომპანია გრინვეისა და სოკარის მიერ შექმნილი სასაჩუქრე ნაკრები მძღოლებისთვის სასურველ და აუცილებელ ვაუჩერებსა და ფასდაკ...

  • 16:21

    თიბისი და ვიზა სარესტორნო ბიზნესის მხარდასაჭერად...

    თიბისის და ვიზას ინიციატივით, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა „შექმენი შენი ონლაინ მაღაზია გრძელდება“. ამჯერად ინიციატივა გამიზნულია სარესტორნო ბიზნესის მხარდასაჭერად. თიბისი პლატფორმა kovz...

  • 16:01

    შეუკვეთე მაგთის სერვისები ონლაინ MyMagti-ის საშუალ...

    დღეიდან მობილური აპლიკაცია MyMagti-ის საშუალებით უკვე შეგიძლიათ ონლაინ შეკვეთის სერვისით სარგებლობა და ისეთი მომსახურების მიღება, რისთვისაც უწინ ოფისში მისვლა იყო აუცილებელი, კერძოდ:  სასურველი...

  • 12:01

    ნამახვანჰესის დირექტორი მერაბ ლომინაძე ვარლამ გოლე...

    ნამახვანჰესის პროექტის აღმასრულებელი დირექტორი მერაბ ლომინაძე ვარლამ გოლეთიანს საჯაროდ იწვევს დიალოგზე. მან ტვ პირველის ეთერში კიდევ ერთხელ გამოთქვა  დიალოგის სურვილი, რაზეც ვარლამ გოლეთიანმა უპ...