0 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა ეკონომიკის აღდგენის შესახებ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა

თიბისი კაპიტალმა საქართველოს ეკონომიკის აღდგენის შესახებ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.

თიბისი კაპიტალი, რეგულარული ფრენების ეტაპობრივი განახლების გათვალისწინებით, საბაზო სცენარის მიხედვით, 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების - 25%-იან, 2022 წელს კი 90%-იან აღდგენას ვარაუდობს. 

2020 წლის განმავლობაში, ექსპორტის, გზავნილებისა და ნაწილობრივ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებამ შედარებითი მდგრადობა გამოავლინა. ტურიზმის ეტაპობრივ აღდგენასთან ერთად, 2021 წელს ეკონომიკის ზრდაში ეს შემოდინებაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

სუსტი ლარისა და შიდა მოთხოვნის კლების გათვალისწინებით, 2020 წელს საქონლის იმპორტი 15.9%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის იანვარში მშპ-ის ვარდნამ 11.5% შეადგინა, აღნიშნული მაჩვენებელი მოლოდინებთან შესაბამისობაში იყო. თიბისი კაპიტალი 2021 წელს მშპ-ის - 4%-იან, 2022 წელს კი 7.5%-იან ზრდას ელოდება, რაც ტურიზმის სექტორის თითქმის სრული აღდგენით გახდება შესაძლებელი.

სესხების ზრდის პროგნოზი 2021 წელს - 9.5%, 2022 წელს კი 14.0%-ია. მაშინ, როდესაც იპოთეკურ სესხებზე სუბსიდირების პროგრამის დასრულება სესხების ზრდის ტემპს შეამცირებს, მშპ-ის ზრდა და გაუმჯობესებული ბიზნესისა და სამომხმარებლო განწყობის ინდექსები, დაბალ საპროცენტო განაკვეთებთან ერთად, სესხების ზრდას გააუმჯობესებს.

თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2021 წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელი 6.0%-იან ნიშნულს მიაღწევს. პროგნოზი შემდეგ დაშვებებს ეფუძნება: 2021 წელს მშპ-ის 4.0%-იანი ზრდა; სასაქონლო ფასების მაღალი ზრდა; საქართველოს ეკონომიკური პარტნიორი ქვეყნების საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსების მეტნაკლები სტაბილურობა და მათი ინფლაციის მაჩვენებლების ზომიერი ზრდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ინფლაცია ისედაც მაღალ ნიშნულზეა მოსალოდნელი და ასევე საგარეო დაფინანსების კუთხით მოზიდული სახსრები საკმარისია, თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარით, ლარის კურსის სტაბილურობაა ნავარაუდები, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის გამყარების ალბათობა გაზრდილია. 

თიბისი კაპიტალის კვლევას შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე გაეცნოთ -  Tbccapital.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:14

    ევროპის მოედანზე 2021 წლის სეზონის Jr.NBA-ს კენჭის...

    ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA),  საქართველოში ამერიკის საელჩოსა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება ჯუნიორ NBA-ს ლიგა, ...

  • 16:13

    საქართველოსბანკის მხარდაჭერით წიგნის ფლიმარკეტი გა...

    საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, მზიურის პარკში„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პირველი წიგნის ფლიმარკეტი გაიმართა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ,ერთმანეთისთვის გ...

  • 14:52

    EBRD-ის ორგანიზებით ონლაინ ღონისძიება - “ინკლუზიუ...

    22 ივნისს, 11:30 საათზე,  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და მისი მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF)  ორგანიზებით  ონლაი...

  • 12:55

    “ ჭადბურთი“ სპორტმშენის გამარჯვებულია...

    ახალი სპორტის სახეობა, რომელიც სპორტმშენის ფარგლებში შეიქმნა და გამარჯვებულის სტატუსიც მოიპოვა "ჭადბურთია" . ჭადბურთი - ეს არის ინტელექტალური და სტრატეგიული თამაში ბურთის სროლის ელემენტებით. აჭარაბეთი...

  • 12:02

    საქართველოსბანკის მხარდაჭერით Global Impact FinTec...

    საქართველოს ბანკი ფინტექ ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკის, StartUp Grind-ისა და საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში, 24 ივნისს 10 სა...

  • 16:51

    Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ...

     საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოებისთვის სამზადისი უკვე დაიწყო. ჟიურის წევრები 2021 წლის ნომინაციებზე და წლის ტენდენციებზე საბოლოო გადაწყვეტილების მი...

  • 13:20

    აჭარაბეთი- სპორტის განვითარებისთვის...

    ‘'აჭარაბეთი‘' არის კომპანია, რომლისთვისაც სპორტი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მუდმივად ცდილობს წვლილი შეიტანოს მის განვითარებაში. „აჭარაბეთისთვის"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმა...