1 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის - FMCG სექტორის მიმოხილვა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის - FMCG სექტორის შესახებ მიმოხილვა წარადგინა, რომლის მიზანია კომპანიებისთვის და პოტენციური ინვესტორებისთვის სექტორის მიმდინარე მდგომარეობისა და განვითარების პოტენციალის გაცნობა.

კვლევის მიხედვით, ორგანიზებული ბაზარი პანდემიის პირობებში ზრდას განაგრძობს და მოსალოდნელია ორგანიზებული მოთამაშეების ბაზრის წილისა და კონკურენციის ზრდის პირობებში, 2019 წლის დონე შეინარჩუნოს.

ორგანიზებულ ბაზარზე საშუალო ზომის მოთამაშეების წილი გაიზარდა, რაც ახალი მაღაზიების გახსნით არის განპირობებული. ამასთანავე, ორგანიზებული ბაზარი თბილისიდან რეგიონებისკენ ფართოვდება, თუმცა ზოგიერთი დიდი რეგიონი კვლავ აუთვისებელი რჩება.

ბაზრის გრძელვადიანი ტენდენციები FMCG დანახარჯებისა და ორგანიზებული ბაზრის წილის ზრდაზე მიანიშნებს. 2020 წელს უნაღდო დანახარჯების როლი აღნიშნულ ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

კვლევის თანახმად, ქართული FMCG მოთამაშეების ფინანსური მაჩვენებლები სტაბილურად ჯანსაღ დონეს ინარჩუნებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები