2 1 : 4 4
 | 

ბიზნესი

ლუდი „ნატახტრის“ „ვეფხისტყაოსნის“ სერიის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

„ნატახტრის“ „ვეფხისტყაოსნის“  სერიამ საერთაშორისო კონკურსში „მსოფლიოს ინოვაციური სასმელები 2020“  გაიმარჯვა.

შეგახსენებთ,  რომ  “წლის საუკეთესო ქილა“ (Cans of The Year Awards) და „მსოფლიოს ინოვაციური სასმელები 2020“ (World Beverage Innovation Awards 2020) ის საერთაშორისო კონკურსებია, რომლებშიც „ნატახტრის“ “ვეფხისტყაოსნის“  სერია  მონაწილეობდა და ბრენდმა ორივე კონკურსში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. რამდენიმე დღის წინ, კონკურსზე “წლის საუკეთესო ქილა“ (Cans of The Year Awards) კატეგორიაში „სასმელების სერია“ ოქროს ჯილდო დაიმსახურა. სულ ახლახანს კი, ბრენდმა მომხმარებელი მორიგი გამარჯვებით გაახარა.

„პროექტი ბრენდისა და მომხმარებლის ურთიერთობის ახალ ფორმას წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენეთ შეფუთვა, როგორც საინფორმაციო მატარებელი, რათა გავახსენოთ მომხმარებელს ის, რაც მუდმივია.  ძალიან გვეამაყება, რომ  ჩვენმა საყვარელმა პროექტმა, რომელზეც „ეფეს საქართველოს“ გუნდი 2019 წლიდან მუშაობს,  საერთაშორისო კონკურსებზეც მოიპოვა აღიარება და მსოფლიო საზოგადოებამ „ვეფხისტყაოსნის“ თანამედროვე ილუსტრაციებით გაფორმებული  „ნატახტრის“ ქილები  ცნობილი ბრენდების გვერდით იხილა.  ჩვენთვის, როგორც ლუდის ბაზრის ლიდერისთვის, ყოველთვის მნიშვნელოვანია, ჩავდოთ ინვესტიცია ინოვაციაში, მომხმარებლის საჭიროებებსა და, ასევე, ქართულ კულტურაში. ლუდი „ნატახტარი“ შეზღუდული სერიების წარმოებას აგრძელებს და სამომავლოდ, საინტერესო სიახლეებსაც გპირდებათ,  - განაცხადა „ეფეს საქართველოს“ კომერციულმა დირექტორმა ალფან აკპეჩემ.  

ცნობისათვის, „ეფეს საქართველომ“  სექტემბერის ბოლოს, მისი წამყვანი ლუდის ბრენდის „ნატახტრის“ ახალი სერია წარმოადგინა. ახალი სერიის შეფუთვა თანამედროვე ქართველი მხატვრის, დავით მაჭავარიანის, ხელით გაცოცხლებული  „ვეფხისტყაოსნის“ სცენებითაა შემკული. პროექტი  დავით მაჭავარიანთან ერთად დაიწყო. ის 4 წლის განმავლობაში მუშაობდა გრაფიკული რომანი „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებზე. ამჯერად, ამ ულამაზესი ნამუშევრის 4 მნიშვნელოვანი სცენის ხილვა შესაძლებელია  მაღაზიის თაროებზე „ნატახტრის“ შეფუთვების საშუალებით, შეზღუდული დროით. თანასწორობა, მეგობრობა,  სიყვარული, სიკეთე - ეს ღირებულებები ვიზუალურად და აფორიზმით გადმოცემულია 4 სხვადასხვა შეფუთვაზე, რომელიც უკვე გაყიდვაშია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:26

    Europcar Georgia კომპანიებს საოპერაციო ლიზინგის მო...

    თეგეტა ჰოლდინგის წევრი კომპანია, Europcar კომპანიებს საოპერაციო ლიზინგის საუკეთესო პირობებს და ავტოპარკის მართვის სხვადასხვა მოდელს სთავაზობს. საოპერაციო ლიზინგი საუკეთესო გადაწყვეტილებაა კომპანიების...

  • 11:31

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა საქართველოში საუ...

    საერთაშორისო გამოცემამ - Global Finance, თიბისი კაპიტალი საქართველოში 2021 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. გამოცემამ წელს 22-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნებ...

  • 16:33

    “ფონდმა ნატახტარმა” საზოგადოებას 2020 წლის ანგარ...

    „ფონდი ნატახტარი“ დაფუძნდა 2011 წელს და მისი მიზანია მზრუნველობამოკლებული მოზარდების და ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, რაც გულისხმობს მათ მ...

  • 16:25

    ინკოგნიტო ბარათი

    ინკოგნიტო ბარათი წარმოადგენს არასაბანკო პლასტიკურ ბარათს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გაანაღდოს „აჭარაბეთის“ მომხმარებლის ბალანსზე არსებული თანხა მთელი საქართველოს მასშტაბით, ...

  • 16:24

    საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გასაახლებლა...

    1 მარტი, 2021- საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას განაგრძობს. პანდემიით დაზარალებული კომპანიების ზარალის შესამსუბუქებლად და მათი საქმიანობის ხელშეწყობის...

  • 15:08

    ვის ეკუთვნის მიწა?!- ლალი ეფრემიძის დამალული სიმარ...

    წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გიგანტური ჰესის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. ადგილობრივების ნაწილი და სამოქალაქო აქტივისტები ნამოხვანის კასკადის მშენებლობას თითქმის 100 დღეა აპროტესტებენ. ლალი ეფრემი...

  • 16:03

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებშ...

    26 თებერვალი, 2021- საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და „ქართული წიგნის ინსტიტუტის“ მიერ მოწყობილი მულტიფუნქციური სივრცეები -  იდეათ...