0 3 : 2 9
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „შპს კერამიკა ელტორენტე +“ საქმიანობას იწყებს

17 ნოემბერი, 2020- საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის თანამონაწილეობით აგურის საწარმო „შპს კერამიკა ელტორენტე +“ საქმიანობას იწყებს.  პროექტის მხარდასაჭერად ბანკმა 1 800 000 აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის მობილიზება შეძლო. საწარმოს გახსნა მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

პროექტის ჯამური ღირებულება 3 300 000 აშშ დოლარს შეადგენს. ობიექტი 40-მდე ადამიანს დაასაქმებს, პროდუქტის რეალიზაცია კი ადგილობრივ ბაზარზე იგეგმება. პროდუქტი კონკურენტული ფასით და წონით ასევე, თბოიზოლაციის თუ ხმის იზოლაციის კარგი მაჩვენებლებით გამოირჩევა. შესაბამისად, მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება სამშენებლო ბლოკის ჩანაცვლება.

„ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ადგილობრივი პროექტების წახალისებას. მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, შეგვეტანა წვლილი ადგილობრივი წარმოების გაფართოებაში, კერძოდ კერამიკული აგურის სტარტაპ საწარმოს დაფინანსებით. მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სამომავლო განვითარებას. ასევე, დადებითად აისახება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ საწარმოს სამომავლო საქმიანობაში.“ - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 20:08

    ვოლვო ქარ საქართველო დისტანციურ გაყიდვებზე გადადის...

    ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე “ვოლვო ქარ საქართველო” მოხმარებელს კიდევ უფრო მოქნილ მომსახურებას სთავაზობს და 28 ნოემბრიდან, მოხმარებელს ექნება საშუალება ცენტრში მოსვლის გარეშ...

  • 00:31

    კოქტეილი - ახალი პროდუქტი მაგთისგან...

    მაგთი, ლოგოს და ციფრული არხების განახლების შემდეგ, დაანონსებულ ახალ პროდუქტს წარადგენს.  მაგთი მომხმარებელს ახალ, მეგობრულ პროდუქტს სთავაზობს. ის სხვადასხვა სერვისის: ხმოვანი, მოკლე ტექსტური შეტ...

  • 20:41

    ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ცნობილია...

    ჟიურიმ ერთ თვიანი მუშაობის შედეგად ბიზნესდაჯილდოება 2020-ის ფინალისტები  გამოავლინა. თითოეულ ნომინაციაში 5 ფინალისტი შეირჩა,  ნომინაციების მიხედვით კი, ისინი ასე გადანაწილდნენ: საუკეთესო სტ...

  • 20:27

    „აჭარაბეთის“ მხარდაჭერით ProductTank Tbilisi-ს ღინ...

      „აჭარაბეთი“ განაგრძობს ინოვაციების და ტექნოლოგიების მხარდაჭერას და ამჯერად ProductTank Tbilisi-ს შეხვედრების სერიას წარმოგიდგენთ.  ProductTank არის ყოველთვიური ღონისძიებების სე...

  • 20:22

    თიბისი აკადემიაში რისკების მართვის მიმართულებით რე...

    თიბისი აკადემიაში, რისკების მართვის მიმართულებით ონლაინ რეგისტრაციის დასრულებამდე სამი დღე რჩება. საბანკო რისკებით დაინტერესებულ პირებს ონლაინ განაცხადის შევსება  30 ნოემბრის ჩათვლით, შემდეგ ბმუ...

  • 20:15

    კომპანია „აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხ...

    კომპანია „აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის წარდგენის შესახებ განაცხადა. „ინიციატივა“ - ეს არის სპეციალურად კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით...

  • 20:14

    თიბისი - მსოფლიოში საუკეთესო ბანკი სოციალური მედიი...

    თიბისი, საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემის - Global Finance-ის 21-ე დაჯილდოებაზე, მსოფლიოში 2020 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა კორპორატიული ციფრული ბანკების კატეგორიაში - სოციალური მედიის, მა...