„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკ...
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
|
სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #გულით ფარგლებში, ლიბერთიმ თანამოაზრეები შემოიკრიბა - პარტნიორი კომპანიები, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებს და მზად არიან, გულით დაეხმარონ ადამიანებს პანდემიის მიერ გამოწვეული რთული პერიოდის გადალახვაში.
16 ოქტომბრიდან, ერთობლივი აქციის ფარგლებში ლიბერთი, ევექსი კლინიკები, ფარმადეპო და ნიკორა სუპერმარკეტების ქსელი ერთად იზრუნებენ განსაკუთრებით უფროსი ასაკის ადამიანების მხარდაჭერაზე და ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს შესთავაზებენ განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და უპირატესობებს, იმისათვის რომ მომხმარებლებს მაქსიმალურად დაეზოგოთ დანახარჯები პროდუქტებზე, მედიკამენტებსა თუ ექიმთან ვიზიტზე.
‘გულით გაკეთებული სიკეთე, თუნდაც მცირედი, გაძლიერებს და გაძლევს ძალას, რომ არ მოდუნდე, გაიზიარო, დაეხმარო და ეცადო ყოველთვის იყო იქ, სადაც ადამიანებს სჭირდები. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა პარტნიორმა წამყვანმა კომპანიებმა, კიდევ ერთხელ გაიზიარეს ლიბერთის ინიციატივა და ღირებულებები და დღეიდან, უკვე ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ უფროსი ასაკის ჩვენი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული პირობების შეთავაზებას ყოველდღიური საჭიროების მედიკამენტსა თუ პროდუქტზე. მჯერა, მხოლოდ ასე გადავლახავთ იმ გამოწვევებს, რომლიც წინაშეც დადგა ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო.’ - ვასილ ხოდელი, ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი
“პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გამოიკვეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელოვნება. ამ ერთობლივი პროექტით გვინდა, რომ მომხმარებლებს ლაბორატორიული და სამედიცინო სერვისები დიდი ფასდაკლებით შევთავაზოთ და ჯანმრთელობის მონიტორინგი და ქრონიკული დაავადებების მართვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. პროექტის ფარგლებში შეღავათები საქართველოს 6 რეგიონში, ევექსი კლინიკების 33 კლინიკაში 800-ზე მეტ სამედიცინო სერვისზე ვრცელდება.“ - გიორგი გორდაძე - „ევექსი კლინიკების“ დირექტორი
„უკვე მეორე წელია ფარმადეპო ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, საუკეთესო ფასს სთავაზობს 2200-ზე მეტი დასახელების ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენისას. პანდემიამ ჩვენ ყველას კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა ჩვენი სექტორის მნიშვნელობა და როლი საზოგადოებისთვის. სწორედ ამიტომ, ფარმადეპო, სოციალური პროექტის ფარგლებში, მომხმარებელს შესთავაზებს საუკეთესო პირობას არა მხოლოდ იმ მედიკამენტებზე, რომელზეც შეთავაზება ამ 2 წლის განმავლობაში ისედაც ვრცელდებოდა, არამედ დამატებით მოვლის საშუალებებზე, სამედიცინო ტექნიკაზე, კიდევ უფრო გავაფართოვებთ სოციალური პროექტის არეალს და ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს საუკეთესო ფასს შევთავაზებთ ბავშვის მოვლისა და კვების პროდუქციაზეც. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და არის, რომ პროექტის ფარგლებში შეღავათით სარგებლობენ ჩვენი საზოგადოების ის წევრები, რომელთაც ჩვენი თანადგომა განსაკუთრებით სჭირდებათ.“ - ქეთი კოზმანაშვილი, ფარმადეპოს ქსელის ხელმძღვანელი.
„ნიკორა სუპერმარკეტის“ და ლიბერთის პარტნიორობა სხვადასხვა სოციალური პროექტების ფარგლებში უკვე ორ წელს ითვლის. 2018 წლიდან ლიბერთის სოციალური ბარათის ნებისმიერი მფლობელისთვის, სუპერმარკეტების ქსელში 350-მდე სხვადასხვა დასახელების პროდუქტზე მუდმივი ფასდაკლება მოქმედებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს ჩვენს მომხმარებლებს განსაკუთრებული ფასები შევთავაზოთ და შევუმსუბუქოთ ყოველდღიური დანახარჯები ყველაზე მაღალ მოთხოვნად პროდუქტებზე’ - დავით ურუშაძე, ნიკორა სუპერმარკეტების ქსელის დირექტორი.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
1 მაისს, AD BLACK SEA-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი დიზაინის რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს: გრაფიკული დიზაინი, UX/UI , ილუსტ...
Თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის ...
თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება. კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს: საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებსა და ბიზნეს ცენტრს. კომპ...
25-დან 28 აპრილის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით შოპინგისას, დაიბრუნეთ თანხის 20%, მაქსიმუმ 500 ლარი extra.ge -ზე. ქეშბექთან ერთად, მომხმარებელს სააღდგომოდ, განსაკუთრებული ფასდაკლებებიც ...
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება. ღონისძი...
თიბისიმ სარესტორნო ბიზნესში შეკვეთის გადახდის პროცესი გაამარტივა QR-ით გადახდების მეთოდით და მომხმარებლის გამოცდილება გაცილებით მოსახერხებელი და სასიამოვნო გახადა. QR-ით გადახდისას, მომხმარებელ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები