1 8 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სამშენებლო მასალების სავაჭრო ცენტრი აშენდა

12 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკმა აბაშაში, გამსახურდიას ქუჩაზე სამშენებლო მასალების სავაჭრო ცენტრის მშენებლობაში ფინანსური თანამონაწილეობა მიიღო. ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობის პროცესი  პანდემიის დროსაც არ შეწყვეტილა და საკმაოდ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.  თვის ბოლოს კი ცენტრი უკვე სრული დატვირთვით ამუშავდება. საწყის ეტაპზე ობიექტზე დასაქმდება 8 თანამშრომელი, თუმცა მათი რიცხვი სავაჭრო ცენტრის გახსნის შემდეგ 20-მდე გაიზრდება. პროექტის ჯამური ინვესტიციის საერთო მოცულობა 110,000 დოლარს შეადგენს. ინვესტიციაში თანამონაწილეობა ბანკის მხრიდან 60,000 ევროა. 

„საქართველოს ბანკის ხელშეწყობით რეგიონში კიდევ ერთი ბიზნესი იწყებს ფუნქციონირებას.  კერძოდ,  აბაშაში  სულ მალე მასალების სავაჭრო ცენტრი გაიხსნება. მსგავსი ცენტრის არსებობა ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკური აქტივობების წახალისებას, ახალ სამუშაო ადგილების შექმნას. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ჩვენს ბიზნესებთან გრძელვადიანი პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებაში“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები