1 8 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

“ლელო საქართველოსთვის” ქედაში რიგით 26-ე რაიონული ორგანიზაცია დააფუძნა

ორგანიზაციის გახსნას პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ. 

 

ქედას რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად გოჩა ჟღენტი დაინიშნა.

მამუკა ხაზარაძემ გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ქედამ ბუნებრივი რესურსი თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს და რაიონში ისეთი ეკონომიკური პირობები შეიქმნას, რომ ხალხი უკან დაბრუნდეს და საკუთარ სახლებში იცხოვრონ. 

 

ხალხი გადის და ტოვებს სოფლებს. არ არსებობს ოჯახი, საიდანაც ადამიანი არ არის წასული და არ ეძებს შემოსავალს უცხო ქვეყანაში. ჩვენ ეს რეალობა უნდა შევცვალოთ და ამ არაჩვეულებრივ ბუნებასა და პოტენციალს, რომელიც ამ მხარეს გააჩნია, უნდა დავუბრუნოთ ყველაზე მთავარი - ადამაინი, რომელიც დასაქმდება აქ და შექმნის პერსპექტივას მისთვის და მისი ოჯახისთვის. ზუსტად იმ ენთუზიაზმით მოვალთ არჩევნებზე, როგორც დღეს ქედაში დაგვხვდა მოსახლეობა და ამ ქვეყანაში გამარჯვების და წარმატების ეპოქა დაიწყება,” - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

 

“მიხარია, რომ დღეს ჩვენს გვერდით ხართ და ერთად ველოდებით ოქტომბერს, რომ დავდოთ ლელო საქართველოსთვის. დღეს, სამწუხაროდ, ვხედავთ, როგორ გვეცლება ხელიდან სახელმწიფო და ჩვენს შვილებს ართმევენ მომავალს. ამ ყველაფრის შემდეგ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ სახელმწიფოებრივი არჩევანი,” - აცხადებს გოჩა ჟღენტი. 

“ლელო” სიმართლესა და ერთიანობაშია- ამ სიტყვებით მიმართა ადგილობრივებს ირაკლი კუპრაძემ. 

 

“დიდი ხნის განმავლობაში ახალგაზრდები სხვადახვა ბრძოლაში ვიყავით ჩართული. იქ, სადაც უცხო ადამიანებს უჭირდათ. მივდიოდით გაცრეცილი ფეხსაცმლით და ერთი ზურგჩანთით, შემოვიარეთ მთელი საქართველო.

 

 მაშინ უამრავჯერ დავმარცხდით, იმიტომ რომ ვიყავით ცოტა, გვაკლდა გამოცდილება და ის ზურგი, რომელიც დღეს გვაქვს. დღეს გვაქვს მტკიცე საყრდენი, რომელის გამოც არ დავმარცხდებით. ეს არის ”ლელო”, სადაც არიან თავიანთი საქმის სპეციალისტები, მებრძოლები, რომლებსაც უშენებიათ სახელმწიფო, შეუქმნიათ სამუშაო ადგილები, დაუცვიათ ადამინების უფლებები. ჩვენ ეს ყველაფერი წინა ხაზზე უნდა წამოვწიოთ და ამას გავაკეთებთ”- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

 

“ჩვენი ბრძოლა დასრულდება წარმატებით, რადგან ჩვენ ვითხოვთ ყველაზე ძირეულს - უკეთეს მომავალს და ღირსებას. უკეთესი ცხოვრება კი განათლების გაუმჯობესება, ცხოვრების პირობების უკეთესობისკენ შეცვლაა. სირცხვილია, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ათასობით მდინარეა, ონკანში წყალი არ მოდის. ჩვენ ამ ყოფას მშვიდად არ შევეგუებით, ეს არის ჩვენი უფლება და მას მივიღებთ აუცილებლად. არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით იმ კორუფციას, რომელიც ჩვენსა და უკეთეს ცხოვრებას შორის დგას,” - საბა ბუაძე. 

 

“დროა, ის პრობლემები დავძლიოთ, რომლის წინაშეც დღეს არამარტო აჭარის რეგიონი, არამედ მთლიანად საქართველო დგას და გამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა კოლაფსიდან. ვითხოვთ სამართლიან სასამართლოს, ვითხოვთ ეკონომიკურ წინსვლას, განათლებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს. ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობდნენ, პენსიონრებს კი ღირსეული პენსია ჰქონდეთ. ამ ყველაფერს დღევანდელ მთავრობას ვერ მოვთხოვთ, რადგან ისინი დღეებს ითვლიან,” - სოფო შამანიდი.

 

“საქართველოს მოქალაქეები დაიღალნენ ფუჭი დაპირებებით და ოცნებით, ბოლო 8 წელია, აბსოლუტურ ტყუილში ვცხოვრობთ, ხაზინის ქურდები, მათი კლანები მართავენ ქვეყანას და ეს უნდა დავასრულოთ. 8 წელია, ერთ ადგილზე გავიყინეთ და დაგვპირდნენ, რომ თუ არ მოგვწონს ეს ყოფა, ჩვენი ქვეყნიდან 30 ევროდ გაგვამგზავრებენ. თუმცა, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი, ეს ქვეყანა თითოეული თქვენგანისაა და უნდა დავიბრუნოთ და დავიცვათ,” - თაზო დათუნაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:07

    Express დაზღვევა- ითამაშე დაზღვეულმა მხოლოდ „აჭარა...

    Express დაზღვევა არის უნიკალური შესაძლებლობა, დაიცვათ თქვენი ფსონი წაგებისგან! Express დაზღვევა გაძლევთ საშუალებას მიიღოთ თქვენი ფსონის 300%-მდე თანხა იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოიცნობთ ბილეთში მხოლოდ ...

  • 16:21

    SME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რე...

    14 აგვისტო, 2020 − SME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რეგიონში, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკად დაასახელა.    SME Banking Club-ი არის სა...

  • 16:01

    Global Finance-მა თიბისის კორპორატიული ციფრული ბან...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance თიბისის სამომხმარებლო და კორპორატიული ციფრული ბანკი საუკეთესოდ დაასახელა რამდენიმე კატეგორიაში. ავტორიტეტულმა გამოცემამ, თიბისის კორპორატიული ციფრული ბ...

  • 13:54

    „სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ მართავს...

    „სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ მართავს „სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურები...

  • 12:50

    რა სიახლეები აქვთ chaynik catering and event-ში და...

    სამი მეგობრის ქეითერინგის ბიზნესად ქცეული სტარტაპი... რებრენდირებული chaynik, ახალი ლოგოთი და დაფინანსების მოლოდინში მყოფი ყველაზე გემრიელი chaynik catering and event კომპანია. სტარტაპი, რომელიც წუთებ...

  • 11:10

    საქართველოს ბანკის დაფინანსებით დიდ ბრიტანეთში ს...

    14 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აგრძელებს განათლების ხელშეწყობას და ჩივნინგის პროგრამის ფარგლებში 3 რჩეულ სტუდენტს დიდ ბრიტანეთში ს...

  • 17:21

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ კოდაში ნუშის ...

    13 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი აგრომეურნეობის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკისა და შპს ნათს ჯორჯიას ერთობლივი ძალისხმევით სოფელ კოდაში ნუშის ბაღი გაშენდება. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინა...